ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინსკა პრავდა აღმოსავლეთ ჯარების ჯგუფის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა და ამ დროისთვის უკვე აქვს გარკვეული წარმატება, როგორც სამხრეთში ასევე აღმოსავლეთით.

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებით, უკრაინის შეტევაზე გადასვლამ ომის მიმდინარეობა შეცვალა, თუმცა ბრძოლები 2023 წლამდე გაგრძელდება;
  • შეტევითი ოპერაციის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა ფრონტის ხაზის 12 კილომეტრით გადაადგილება მოახერხეს;
  • მათივე თქმით, ფრონტის ხაზის სტაბილიზაციის შემდეგ, უკრაინის ჯარს ახალი შეტევების დაწყება მოუწევს.

დეტალები: სერჰი ჩერევატის თქმით, ლიმანში ოკუპანტები ალყაში არიან და მათი რიცხვი, დაახლოებით, 6 ათასს აღწევს.

  • მისი თქმით, გათავისუფლდა იამპილის, ნოვოსელივკას, შანდრიგოლოვოს, დრობიშევეს და სტავკის დასახლებები;
  • ახლა იქ სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს.

რა ვითარებაა ლიმანში: დღეს ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა დაწერა, რომ ISW წერს, რომ უკრაინას მომდევნო 72 საათში ლიმანში წინსვლა ექნება — კერძოდ, ვარაუდობენ, რომ უკრაინა ლიმანს აიღებს ან სრულად მოაქცევს ალყაში.

  • ISW ლიმანში რუსების წარუმატებლობების შესახებ ჯერ კიდევ 29 სექტემბერს წერდა — ისინი მიუთითებდნენ ტერიტორიაზე ოკუპანტების მოსალოდნელი მარცხის შესახებაც;
  • მათი თქმით, ამან, შესაძლოა, საშუალებას მისცეს უკრაინას, რომ ლუგანსკის ოლქის დასავლეთით, ასევე, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ტერიტორიაზე ოკუპანტების პოზიციებს შეუქმნას საფრთხე.