ამის შესახებ მედია ადმინისტრაციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ ზელენსკიმ NATO-ში დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი.

  • გარდა იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ქვეყნის მომავლისთვის, სავარაუდოდ, ეს არის პასუხი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე.

Politico-ს თქმით, დასავლეთს აშინებს, რომ ალიანსში უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანება აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართავს.

  • მედია მიუთითებს, რომ მე-5 მუხლის გამო, უკრაინის NATO-ში წევრობის საკითხი ვაშინგტონისთვის დიდი ხნის განმავლობაში მწვავე თემა იყო;
  • მე-5 მუხლი ალიანსის წევრებს ავალდებულებს, რომ სამხედრო ძალით დაიცვას ნებისმიერი წევრი ქვეყანა, რომელსაც თავს ესხმიან.

კონტექსტი: ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველ დღეებში უკრაინა აქტიურად მოუწოდებდა კრემლს მოლაპარაკებისკენ — ზელენსკი პუტინთან პირისპირ შეხვედრასაც ითხოვდა.

  • მარტში მოლაპარაკებების მონაწილე უკრაინის წარმომადგენლები ამბობდნენ იმასაც, რომ მზად იყვნენ განეხილათ NATO-ს გარეშე მოდელები;
  • თუმცა ბოლო კვირების მანძილზე, ზელენსკი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მთლიანად დატოვებს უკრაინის ტერიტორიას და მოხდება დეოკუპაცია.