ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ რუსეთის ეს უკანონო ნაბიჯი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას წარმოადგენს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 30 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსია გააფორმა.

  • პუტინმა იკადრა და ამ ცერემონიიდანაც მოუწოდა უკრაინას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან;
  • თუმცა მისი თქმით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ხალხის არჩევანი უკვე გაკეთებულია და "რუსეთი მას არ უღალატებს".

დეტალები: უწყება მიუთითებს, რომ რუსეთის ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

  • "საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს";
  • "[საქართველო] კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში".