მანამ, სანამ ჩვენს ცხოვრებაში სმარტფონები გამოჩნდებოდა (თუ ჯერ კიდევ გახსოვთ ასეთი პერიოდი), ფოტოების გადაღება არც ისე ადვილი საქმე იყო. ახლა კი ყველას გვიჭირავს ხელში მოწყობილობა, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, პროფესიონალურ ფოტოაპარატზე არანაკლებ ხარისხიანი კადრების დაფიქსირება შეუძლია.

ტექნოლოგიების განვითარებამ ფოტოგრაფიაში ცალკე ჟანრი — მობილური ფოტოგრაფია, სოციალურ ქსელებში კი სრულიად ახალი "პროფესია" — ინფლუენსერობა შექმნა. ადამიანები, რომელთა ცხოვრება სხვებისთვის საინტერესოა, თავიანთი ყოველდღიურობის გარდა, ბევრ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებენ. მათ შორისაა ანი ჯავახიც, მოცეკვავე და ქორეოგრაფი, რომელიც გვიამბობს ხუთ ადგილზე თბილისში, სადაც შენი სოციალური ქსელისთვის, ან, უბრალოდ, სასიამოვნო მოგონებების შემოსანახად, საუკეთესო ფოტოების გადაღებას შეძლებ.

1. მონუმენტი — საქართველოს მატიანე

ფოტო: ანი ჯავახი

ფოტო: ანი ჯავახი

ფოტო: ანი ჯავახი

საქართველოს მატიანე თბილისის ზღვის მახლობლად, თემქაზე მდებარეობს. იგი ქვებისგან შექმნილი მონუმენტია და მისი ავტორი ცნობილი მოქანდაკე, ზურაბ წერეთელია. მასზე ისტორიული და რელიგიური მოვლენები და ლიტერატურული ნაწარმოებების სიუჟეტებია გამოსახული.

"ეს ადგილი ძალიან მიყვარდა პატარაობიდან და ვფიქრობ, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ლამაზი მონუმენტია", — ამბობს ანი ჯავახი, რომელიც მონუმენტთან iPhone 13-ით გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.

iPhone 13 ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ყოველდღიურობა მის გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია. ვთვლი, რომ, ეს ტელეფონი ზუსტად არის მორგებული ჩემზე, როგორც ინფლუენსერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შემიძლია უმარტივესად და ხარიახიანად ვმართო ჩემი სოციალური პლატფორმები.

პირველ რიგში კი, აღსანიშნავია კამერის ხარისხი, რომელიც მართლაც იდეალურ სურათებს იღებს. მეორე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, კი არის ელემენტი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ძლებს და არ მიქმნის დისკომფორტს.

ანი ჯავახი

2. ნარიყალა

ფოტო: ანი ჯავახი

ფოტო: ანი ჯავახი

ნარიყალა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. ესაა ადგილი, რომელიც ქალაქის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ინახავს და საიდანაც ხელის გულივით მოჩანს თბილისი. იგი გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკური ბაღს შორის მდებარეობს და მუდმივად იზიდავს ქალაქის სტუმრებს თუ ადგილობრივებს.

ანი ჯავახი აღნიშნავს, რომ ეს ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, თუ თბილისს ესტუმრები. ამასთან, სწორედ აქ შეგიძლია გადაიღო შთამბეჭდავი ფოტოები ქალაქის ხედზე.

3. ქართლის დედა

ფოტო: ანი ჯავახი

ფოტო: ანი ჯავახი

ქართლის დედა თბილისის სიმბოლოა. იგი 20 მეტრის სიმაღლის მონუმენტური ქანდაკებაა და სიმბოლურად გამოხატავს ქართულ ეროვნულ ხასიათს. მისი ძირიდან ხედი მთელ ქალაქზე და მის შემოგარენზე იშლება.

ანის თქმით, თუ ქალაქში შთამბეჭდავ ადგილებს ეძებ, თანაც მობილური ფოტოგრაფია გიზიდავს და ორიგინალური კადრების დაფიქსირება გსურს, ქართლის დედის მონუმენტთან აუცილებლად უნდა მიხვიდე.

მახარებს, რომ ჩემს გამომწერებს აინტერესებთ ჩემი პროფესიაც და ოჯახური მდგომარეობაც. ამიტომ, აქტიურად მიყვარს მათთვის სხვადასხვა ადგილას გადაღებული ვიდეოების თუ ფოტოების გაზიარება.

ანი ჯავახი

4. მშვიდობის ხიდი

ფოტო: ანი ჯავახი

ფოტო: ანი ჯავახი

2010 წლიდან თბილისს თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში — მშვიდობის ხიდი ამშვენებს და იგი განახლებული ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა. ხიდი რიყის პარკში მდებარეობს და მისგან მოჩანს ნარიყალას ციხე, თბილისის ანძა და პრეზიდენტის სასახლე.

ანის თქმით, ეს ადგილი ერთნაირად საინტერესო უნდა იყოს მათთვის, ვისაც მინიმალისტური ფოტოგრაფია ან არქიტექტურის გადაღება იზიდავს და მათთვისაც, ვისაც, უბრალოდ, ლამაზი ადგილებიდან სამახსოვრო ფოტოების გადაღება სურს.

5. აბანოთუბანი

ფოტო: ანი ჯავახი

ფოტო: ანი ჯავახი

აბანოთუბანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანია. უბნის სახელი უკავშირდება ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს, რომელიც თბილისის სიმბოლოა.

"ეს ადგილი განსაკუთრებით მისტიკურია. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ და დატკბეთ ამ უბნის სილამაზით, სიძველითა და მიმზიდველობით", — ამბობს ანი ჯავახი.

ანი ჯავახი მოცეკვავე და ქორეოგრაფია. მის ცხოვრებაში ინფლუენსერობა სწორედ ცეკვამ შემოიტანა. "ყოველთვის აქტიური ვიყავი სოციალურ ქსელებში და მიყვარდა ჩემი ცხოვრების და ყოველდღიურობის გაზიარება ჩემი გამომწერებისთვის. ძალიან მოკლე დროში დავიმსახურე უამრავი ადამიანის სიყვარული და ნდობა, რასაც დღემდე ვერ ვიჯერებ. ამიტომ სულ მინდა, უფრო და უფრო მეტი გავაკეთო. ჩემი, როგორც ქორეოგრაფის მთავარი მიზანი საქართველოში ჰიპ-ჰოპის განვითარება და ამ სტილის დამკვიდრებაა. მინდა, ყველა ემოციის გაზიარება შევძლო ჩემი მოსწავლეებისთვის, რისი მიღებაც ცეკვიდანაა შესაძლებელი", — ამბობს ის.

ანისთვის iPhone 13 ნამდვილ "ასისტენტად" იქცა, ამიტომ მიაჩნია, რომ სოციალურ ქსელებში აქტიური ადამიანებისთვის, ან, მათთვის, ვისთვისაც მობილური ფოტოგრაფია საინტერესოა, ეს სმარტფონი საუკეთესო იქნება.

iPhone 13-ის შეძენა შესაძლებელია პარტნიორ მაღაზიებში: iSpace, Alta, Elit Electronics, iPlus, iStore, iTechnics, Kontakt Home