თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
2 ოქტომბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის ცმხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია მეწარმე ქალების პირველ მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს, რომელიც ექსპო ჯორჯიაში კვირას 09:00 საათიდან გაიხსნება.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ალია ელ-იასირი, EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის ხელმძღვანელი სევერიან ღვინეფაძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სუქნიძე დაესწრებიან.
"თიბისი მეწარმე ქალების ექსპოს პარტნიორია, რადგან ღონისძიება აერთიანებს თიბისისთვის პრიორიტეტულ სამ მიმართულებას: ბიზნესის მხარდაჭერას და მეწარმეობის ხელშეწყობას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, განათლებასა და პროფესიული უნარების განვითარებას. ბიზნესის განსავითარებლად და მეწარმეობის წასახალისებლად, თიბისი არაერთ ინიციატივას ახორციელებს. მათ შორისაა პროგრამა სტარტაპერი, რომელშიც ბევრი მეწარმე ქალია ჩართული. თიბისისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური პასუხისმგებლობაცაა, რომლის მიზანია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება და ამასთან, საზოგადოებაში თანასწორობის მიღწევა და მრავალფეროვნების წახალისება", — აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 100-მდე მეწარმე ქალი მიიღებს და გამოფენის სტუმრებს წარუდგენს საკუთარ პროდუქციას, რომლის შეძენაც ადგილზევე იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილი მეწარმე ქალებისთვის სამოტივაციო და საგანმანათლებლო სესიების, გამოსვლებისა და პრაქტიკული მასტერკლასების ჩატარებასაც ითვალისწინებს. საინტერესო პროგრამა ელით ვიზიტორებსაც: გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყობა გასართობი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები.
მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა ხელისუფლების, საგანმანათლებლო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ჩართულობით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: თიბისი, სააგენტო აწარმოე საქართველოში სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მეწარმე ქალების პროგრამის ფარგლებში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.
საქართველოს პარალელურად, ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში — თურქეთში, მოლდოვაში, სერბეთში, ალბანეთსა და ყირგიზეთშიც ტარდება. გამოფენა-გაყიდვა პროექტის კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
-
გადახედვა"ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში "ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
კომენტარები