განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-თან, ამერიკულ The Academy of Mathematics and Science-სა და ამერიკულ უნივერსიტეტ The Global American University, Schiller-თან თანამშრომლობით 2022 წლის 8 ოქტომბერს 12-დან 17 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც 18 ქვეყნიდან 20 უნივერსიტეტს უმასპინძლებს. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე, ასევე, იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.

განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/

INTO დაარსდა 2005 წელს დიდი ბრიტანეთის University East Anglia-სთან თანამშრომლობით. მისი შექმნის მიზანი იყო უნივერსიტეტებისთვის გაეზარდა წვდომა მსოფლიო აკადემიურ რესურსებზე. INTO არის ციფრული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც აპლიკანტებს შეუძლიათ ბაკალავრიატზე, მაგისტრატურასა და უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელ პროგრამაზე განაცხადები გააგზავნონ ისეთ უნივერსიტეტებში როგორებიცაა City University of London (დიდი ბრიტანეთი), The University of Manchester (დიდი ბრიტანეთი), Newcastle University (დიდი ბრიტანეთი), Queen’s University Belfast (დიდი ბრიტანეთი), Colorado State University (აშშ), Drew University (აშშ), George Mason University (აშშ), Illinois State University (აშშ), და სხვ.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 8 ოქტომბერს შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შემოგვიერთდით: https://logos.edu.ge/leaf/

LEAF-ის პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კომპანიის QS (Quacquarelli Symonds) საუნივერსიტეტო განაცხადების პლატფორმა QS Student Apply. თანამშრომლობის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გააგზავნონ განაცხადები დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ევროპის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.