ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ნიუ-იორკში ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმები კრემლის მარიონეტულმა ძალებმა 28 სექტემბერს ჩაატარეს.

  • პროპაგანდისტული მედია ამტკიცებდა, რომ ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკსა და ზაპოროჟიეში რუსეთთან შეერთების მომხრე 98% იყო, ხერსონში კი 97%.
  • დღეს, 30 სექტემბერს პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს "დამოუკიდებლობა" აღიარა, მოგვიანებით კი კრემლში დაგეგმილია ცერემონია, სადაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსიას გააფორმებს.

დეტალები: მისივე თქმით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსირების შესახებ მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას იურიდიული ღირებულება არ ექნება და ის დაგმობას იმსახურებს.

  • გუტიერეშმა, ასევე, აღნიშნა, რომ "რეფერენდუმები" ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს მიღმა ჩატარდა.

გამოხმაურებები: NATO-მ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რუსეთს რეფერენდუმის ჩატარებას ლეგიტიმაცია არ აქვს და ეს გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა.

  • "რეფერენდუმები" დაგმო ევროკავშირმაც — საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების სისტემური შეურაცხყოფების ფონზე, ეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დარღვევაა;
  • ეს დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც — უწყებამ "რეფერენდუმებს" უკანონო, ხოლო უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობებს მიუღებელი უწოდა.