5 მსახიობი კაცი, რომელსაც შიშველი სცენების გადაღება ეუხერხულა
ზოგიერთ ფილმსა თუ შოუში მსახიობ კაცებს ხშირად წელზემოთ შიშველი სცენების გადაღება უწევთ. მოგვიანებით კი ასეთი სცენები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ნახულობს.
შესაძლოა, მაყურებელი შიშველის სცენების გადაღების პროცესსა და მსახიობების შესრულებაზე ბევრს არ ფიქრობს, თუმცა ზოგიერთი ვარსკვლავისთვის ეს მარტივი გამოცდილება სულაც არ არის. სტატიაში 5 მსახიობი კაცის შესახებ წაიკითხავ, რომლებსაც შიშველის სცენების გადაღება ეუხერხულათ.
1. ზაკ ეფრონი
ზაკ ეფრონის თქმით, Neighbors 2-ში წელზემოთ შიშველი სცენების გადაღებისას ნერვიულობდა და თავს უხერხულადაც გრძნობდა. გარდა ამისა, სავარჯიშო დარბაზში ძალიან დიდ დროს ატარებდა, რათა მაისურის გახდისას შესაფერის ფორმაში ყოფილიყო.
2. მეთ დეიმონი
მეთ დეიმონი სხვადასხვა ინტერვიუებში ხშირად იმეორებს, რომ შიშველი სცენების გადაღებას ყოველთვის თავს არიდებს. ჯეისონ ბორნის როლის შესრულებისას დეიმონის შიშველი ზურგი მაყურებელმა მხოლოდ ერთხელ იხილა. მსახიობის თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ ნატყვიარი ყველას დაენახა. "თუ შენი პიროვნება რამენაირად შენს გარეგნობას უკავშირდება, მაშინ საკმაოდ ცუდ დღეში ხარ", — ამბობს მსახიობი.
3. ტეილორ ლოტნერი
მსახიობის თქმით, Twilight-ში წელზემოთ შიშველი სცენების გადაღება მისთვის ძალიან გამაღიზიანებელი და უხერხული იყო. "ძალიან უხერხული სცენებია, რადგან ყველა ჩაცმულია, წვიმს და მე ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც შიშველი პოზირებს", — ამბობს ლოტნერი.
4. რიჩარდ მადენი
რიჩარდ მადენის თქმით, კადრში გაშიშვლებაზე ყოველთვის უარს ამბობს, თუ ასეთი სცენების გადაღებას საფუძვლიანი მიზეზი არ აქვს. "ხანდახან ეს აუცილებელია. ზოგ სცენაში შიშველი გიწევს ყოფნა, როცა პარტნიორს ესაუბრები. კომედია ან ინტიმი, ჩემი აზრით, საფუძვლიანი მიზეზია. მაგრამ შხაპის მიღების დროს სცენის გადაღებას თავს ყოველთვის ავარიდებ", — ამბობს მსახიობი.
5. და ბოლოს, ჯეიკობ ელორდი
ჯეიკობ ელორდის თქმით, ეზიზღებოდა ის პერიოდი, როცა Kissing Booth-ში მონაწილეობისას მაყურებლების ყურადღება შიშველის სცენების გამო მიიპყრო. მისივე თქმით, მაყურებლები მხოლოდ მის გარეგნობაზე ლაპარაკობდნენ და არა მსახიობობაზე. "იმ დროს ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ისეთ სამყაროში გავიღვიძე, რომელშიც ყველას ჩემს სხეულზე საუბარი სურდა. ეს ყველაფერი კი ძალიან მაწუხებდა", — ამბობს ელორდი.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები