წულუკიანს სოლიდარობა წილოსანმაც გამოუცხადა
გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მინისტრის განცხადებას მასზე ფიზიკური ძალადობის მცდელობის შესახებ 1 კვირის შემდეგ ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა.
დეტალები: წილოსანი წერს, რომ ნამდვილად სიმამაცეა, როდესაც ქალი ამ საკითხებზე საჯაროდ საუბრობს.
- "მან ამ განცხადებით ძალიან ბევრი რამ თქვა და ვფიქრობ, მაგალითი მისცა ქალებს, რომ საჭიროა ძალადობაზე საუბარი და ხმის ამაღლება.მაშინ, როცა ასეთ წა რმატებულ ქალს უწევს მსგავს ძალადობრივ და სტერეოტიპულ მოვლენებთან გამკლავება, წარმოიდგინეთ სხვა ქალები რა წინააღმდეგობებს შეიძლება აწყდებოდნენ".
- მისივე თქმით, პირი, რომელზეც წულუკიანმა ისაუბრა, არ იმსახურებს იმ დაფასებას, რომელიც მას აქვს სპორტის ფედერაციაში ღირსეული სპორტსმენებისგან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 22 სექტემბერს პარლამენტში თეა წულუკიანმა თქვა, რომ მას, როგორც ქალ მინისტრს, სპორტის ფედერაციებთან ქალთა უფლების კუთხით ბევრი პრობლემა აქვს.
- მანვე აღნიშნა, რომ სპორტში ძალადობა სერიოზული პრობლემაა და ამაზე სამუშაოა.
- შემდეგ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ კონკრეტული ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მისთვის ხელი დაერტყა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ვინ.
- 28 სექტემბერს იმედის ეთერშ კი თქვა, რომ ეს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი იყო.
წულუკიანის თქმით, როცა ამ პირმა დასარტყმელად გაიწია, ერთ-ერთი მწვრთნელი და მოადგილე გადაეფარა.
- "მისი ეს გამოქანება დასარტყმელად მოჰყვა იმას, რომ ის ითხოვდა ფულს და როცა მიიღო პასუხი, რომ ეს შეუძლებელია ახლა, მოდი ვიმუშავოთ, გამოგზავნეთ რა გაქვთ საჭიროებები და ვიმსჯელებთ, მან გააგრძელა შეურაცხყოფა ჩემი მოადგილის, შემდეგ..." — განაცხადა მინისტრმა.
- მისივე თქით, თავდამსხმელი შეეცადა ისე წარმოეჩინა, თითქოს ის იყო დამნაშავე, ამიტომ წულუკიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქალებს, არ შეეგუონ მოძალადეების მსგავს ქცევას.
- "მე ამას არ შევეგუებით და ჩვენ ვნახავთ ცოტა ხანში სად იქნება ის, სად ვიქნები მე. მე მუშტი არ მაქვს, რომ მოკვრივეს ვაჯობო, მაგრამ ქართული კრივი რომ არ დაიღუპება, ამას ვაჩვენებ", — აღნიშნა მან.
- გარდა ამისა, წულუკიანმა თქვა, რო დავით წიკლაური, რომელიც ოპოზიციაში ყოფნისას ქართული ოცნების წევრებს თავს ესხმოდა, რადგან "წინა სპორტის მინისტრი მას ამუშავებდა ზონდერად".
ფედერაციის პრეზიდენტი, ბრალდებებს აბსურდულს და ცილისმწამებლურს უწოდებს და ამბობს, რომ შურისძიების ობიექტია.
- თუმცა ადასტურებს, რომ თანხა მოითხოვა და ამას კონფლიქტი მოჰყვა — მისი ინტერპრეტაციით, კრივის ისტორიაში "უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ", სამინისტროში დაიბარეს, მათ "უწყინარ თხოვანზე ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ" მინისტრის გაღიზიანება მოჰყვა და შენობიდან გამოყარეს.
- ამბობს იმასაც, რომ მინისტრისგან მიიღო ულტიმატუმი დაეტოვებინა თანამდებობა, რასაც არ დათანხმდა.
ქალმა დეპუტატებმა, ხათუნა სამნიძემ, თამუნა კორძაიამ, ანა ბუჩუკურმა და თეონა აქუბარდიამ წულუკიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
- დეპუტატებმა განაცხადეს, რომ არ შეიძლება ქალი მინისტრი იმ მდგომარეობაში იყოს, რომ მას ფიზიკურ შეხლამდე უწევდეს საკუთარი ფუნქციების განხორციელება და კაცებთან ურთიერთობა.
- ასევე, აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ქალი, რომელიც პოლიტიკაშია, უთანასწორობას განიცდის, ამიტომ, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, მათ მიმართ სოლიდარულები იქნებიან.
- დეპუტატები ამბობენ, რომ ამ საკითხით, როგორც კაცი დეპუტატები, ასევე, უფლებადამცველები და გენდერული საბჭო უნდა დაინტერესდეს.
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები