ირაკლი კობახიძე

29 Sep. 2022, 23:10

ეს კაცი [ივანიშვილი] პოლიტიკიდან გავიდა. არამარტო ფაქტს ვერ გვეუბნებიან, როგორ არის ის კაცი ჩარეული პოლიტიკაში, აღქმის დონეზეც ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება. ვეკითხებით ხოლმე დახურულ შეხვედრებზე, აი, როგორ წარმოგიდგენიათ, რას აკეთებს ეს კაცი? [...]

რას შეიძლება აკეთებდეს? როგორ შეიძლება, იყოს ჩარეული? კეზერაშვილზე ვიცით, ის აძლევს ფულს. ფული კაპიკი არ აგვიღია ამ კაცისგან მთელი ამ წლების განმავლობაში, მე რაც თავი მახსოვს, კაპიკი ფული არ აგვიღია. მაშინაც კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო. კაპიკი ფული არავის არ აუღია. [...]

ანუ ეს კაცი ყოფილა გენიოსი? წარმოიდგინეთ, რომ ფულს არ გვაძლევს, არაფერი. ეს კაცი ყოფილა გენიოსი მაშინ... მითითებებს გვაძლევს და რა? ანუ ეს კაცი არის გენიოსი და გვაძლევს ისეთ მითითებებს... ის, რომ ეს კაცი ვინმეს რჩევებს აძლევს და ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, ელემენტარულად ღიმილისმომგვრელია. მაშინ ეს კაცი უნდა ვაღიაროთ გენიოსად. კი, ყველა აღიარებს, რომ მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ამას სჭირდება ზეადამიანური გენიალური თვისებები ანუ, ზეადამიანური გენიალური თვისებები უნდა გქონდეს, იმისათვის, რომ შენ რაღაცა თვეში ერთხელ სატელეფონო ზარით მართო სახელმწიფო. ნუ, საოცრებაა. წარმოსახვის დონეზეც ვერ გვეუბნებიან, როგორ შეიძლება ის იყოს ჩართული პოლიტიკაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ

ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, იმიტომ რომ ხედავს ჩვენს რაოდენობას. ამიტომ თხოვნაა, შევინარჩუნოთ ეს ერთობა და არ…