სოციალურ ქსელებში აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ინციდენტის ამსახველი კადრები გავრცელდა. თორდია ვიდეოკადრების გავრცელებას საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან ინციდენტს უკავშირებს.

"პროკურატურა პირდაპირ არის ჩართული ამ ვიდეოკადრების გავრცელებაში. მაშინვე ვთქვი, რომ ეს მუქარა უკავშირდებოდა ამ ინციდენტს, იმიტომ, რომ ვიცოდი, მათ ეს კადრები ჰქონდათ და ეს კადრები მათ დადეს ინტერნეტში," - ამბობს თორდია.

მისი თქმით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ვიდეოკადრები "სხვისი ხელით დადო". როგორც თორდია ამბობს, ინციდენტი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოშია ასახული 2016 წლის ზამთარში მოხდა.

ამ ვიდეოკადრების გავრცელებას წინ უსწრებდა საქართველოს მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ინციდენტი. თორდიას ინციდენტს თავის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ პირველმა ფარცხალაძემ დაარტყა.