AD BLACK SEA 2022 დასრულდა — ყველაზე მეტი ჯილდო ქართულ კომპანიებს ერგო
ბათუმში AD BLACK SEA 2022 კრეატივის 2-დღიანი საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში. ფესტივალის გრანპრი JWT მეტრო-ს გადაეცა, ქართულმა კრეატიულმა სააგენტომ "ვინდფორსმა" საუკეთესო ადგილობრივი სააგენტოს წოდება მიიღო, ოქრო გადაეცა Holy Motors-საც.
წინასწარ შერჩეული საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცათ უკრაინის, ყაზახეთის, ბულგარეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს.
ფესტივალი ყოველწლიურად ქალაქ ბათუმში იმართება და რეკლამით და მარკეტინგით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს. პროგრამა ერთნაირად საინტერესოა როგორც უკვე გამოცდილი პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებებისა და სტუდენტებისთვის.
ორდღიანი ღონისძიება სემინარებით, ვორკშოპებით, პანელური დისკუსიებით და საღამოს პროგრამით იყო დატვირთული.
ფესტივალი უკვე მეექვსე წელია იმართება და რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მიზანი ამ პლატფორმის ირგვლივ შავი ზღვის აუზის ქვეყნების გაერთიანება, ერთმანეთისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და რეგიონში საქართველოს როლის გაძლიერება იყო. წლიდან წლამდე ფესტივალის მასშტაბის ზრდა ამ მიზნის წარმატებით განხორციელებისკენ მიუთითებს და რიგით მეექვსე ფესტივალზე, ორწლიანი პანდემიური პაუზის მიუხედავად, ღონისძიებას სტუმრების რეკორდული რაოდენობა ესწრებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალის გუნდის გადაწყვეტილებით, AD BLACK SEA არ იღებდა რუსულ და ბელარუსულ ნამუშევრებს და სტუმრებს.
განსაკუთრებული პირობით სარგებლობდნენ უკრაინელი კოლეგები. მათთვის კონკურსში მონაწილეობა უფასო, ხოლო ფესტივალზე დასწრება ნახევარ ფასად იყო შესაძლებელი.
ფესტივალზე საერთო ჯამში 7 ქვეყნიდან 500-მდე ნამუშევარი იყო წარდგენილი.
საკონკურსო 11 კატეგორია კი ასე გამოიყურებოდა:
- ADVERTISING CAMPAIGNS
- BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING
- DESIGN & BRANDING
- DIGITAL & MOBILE
- DIGITAL & MOBILE craft
- FILM
- FILM CRAFT
- MEDIA
- OUT OF HOME
- PRINT & PUBLISHING
- CREATIVE EFFECTIVENESS
რაც შეეხება სასემინარო პროგრამას, ფესტივალზე სპიკერები მოწვეული იყვნენ დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. სტუმრებს შორის იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც საკუთარ ფასდაუდებელ გამოცდილებას და ცოდნას უზიარებდნენ დელეგატებს და განიხილავდნენ დარგისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს.
ფესტივალზე ონლაინ ჩაერთო სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და დამსახურებული კრეატიული დირექტორიც Sir John Hegarty, რომლის წიგნიც წელს პირველად ითარგმნა ქართულად, ფესტივალის დამფუძნებლის ინიციატიცით.
AD BLACK SEA 2022 პროფესიული ზეიმი და ერთგვარი გადატვირთვაა დარგის წარმომადგენლებისთვის. ორგანიზატორები იმედს იტოვებენ, რომ ორწლიან პაუზის შემდეგ დელეგატებს მომავალ წლამდე საკმარისი ემოციები და შთაგონება გადასცეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები