26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ვეფხისტყაოსნის თემატიკით იქნება დატვირთული. რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ღონისძიებები 11 საათიდან დაიწყება.

26 მაისს თბილისში გასამართი ღონისძიებების პროგრამა

თავისუფლების მოედანი

  • ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია 12:00
  • სამხედრო ტექნიკის გამოფენა

რუსთაველის გამზირი

  • საბავშვო კონცერტები 11:00 - 11:40; 12:30 - 13:10; 13:30 - 14:10; 14:30 - 15:30.
  • ვიქტორინა ვეფხისტყაოსნიდან 13:10 – 13:30; 14:10 – 14:30; 15:30 – 15:50; 17:40 – 18:00
  • ელექტრონული მუსიკა 15:50 – 17:40 და 18:00 – 00:00.
  • მხატვრების მიერ ფერწერული ტილოების შექმნა 12:00 – 16:00
  • სოლიდარობის ფონდის დასახმარებლად ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი და ვეფხისტყაოსნის თემატიკით აქსესუარების გაყიდვა

რუსთაველის გამზირი 11 საათიდან 21 საათამდე:

  • ტექნოპარკის სივრცეში წარმოდგენილები იქნებიან სტარტაპერები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს შეასრულებენ თემატურად „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, გაიმართება გამოფენა/გაყიდვა
  • საბავშვო არქეოლოგიური გათხრები
  • ქვიშაზე ხატვა - ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებისა და სცენების ილუსტრირება
  • ქაჯეთის ციხის კონსტრუქცია და საბავშვო სივრცე
  • მონაწილეობა ეტრატის დაძველების პროცესში
  • დიდი ზომის სამეფო ჭადრაკი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების ვიზუალით
  • მიჯნურთა, რაინდობის და მეგობრობის ხეივანი
  • თავისუფალი გაკვეთილები ბავშვებისთვის - ზღაპრული სივრცე
  • სუხიშვილების ანსამბლის ბავშვების ფლეშმობი
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა
  • 80-მდე მეწარმის, ასევე კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • იშვიათი სახეობების მცენარეებით ვეფხისტყაოსნის თემატიკის წარმოდგენა
  • ვირტუალური რეალობის სათვალეებით მოგზაურობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე
  • ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მულაჟების გამოფენა
  • 3 არტ კაფე
  • კონცერტი ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე
  • ინსტალაცია „ვეფხისტყაოსნის“ უცხოური გამოცემები და „ანბანი“
  • ვეფხისტყაოსნის გმირების ვირტუალური გაცოცხლება , პანტომიმის თეატრის და მოძრაობის თეატრის წარმოდგენები
  • ძველი ქართული სამზარეულოს დაკარგული რეცეპტების გაცოცხლება
  • ქუჩის არტი "ვეფხისტყაოსნის" თემატიკაზე
  • სპორტული ღონისძიებები
  • ეროვნულ მუზეუმში გამოფენა - 51 ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონი: ინტელექტუალური თამაში, ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს - კამპანიის ფარგლებში მსურველების ჩაწერა, ლაივ სტუდიები რუსთაველის გამზირიდან, სპეციალური სტუდია, საიდანაც მოამბე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ვარდების მოედანი, 21:00 საათი

  • გალა კონცერტი