გავრცელებულ ვიდეოში რუსი პოლიციელები ლარსამდე გასაშვებად, სავარაუდოდ, ქრთამს ითხოვენ
როგორც ტელეგრამ არხი BAZA წერს, რუსეთის მოქალაქეები აცხადებენ, რომ საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა გამშვებ პუნქტზე გამგზავრების მსურველებისგან ქრთამის გამოთხოვნა დაიწყეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა — მას შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, საზღვრებთან და აეროპორტებში რამდენიმესაათიანი რიგებია.
- ნაწილი საქართველოში გამოქცევას ცდილობს — ლარსის გამშვები პუნქტთან რამდენიმე დღეა დაახლოებით 13-15-კილომეტრიანი საცობებია.
დეტალები: BAZA-ს ცნობით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ოსეთში შესვლისას ავტობუსებს საგზაო პოლიცია აჩერებს და მძღოლებს თითო პასპორტზე 5 000 რუბლის შეგროვებას აიძულებენ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი უარს ეუბნებიან.
- ვიდეოს მიხედვი, ხალხი ითხოვს, რომ არ აიღოთ ფული მოხუცებისგან მაინც, რადგან ისინი "აშკარად არ არიან პასუხისმგებელი სამხედრო სამსახურზე".
- გავრცელებულ ვიდეოში ქართული საუბარიც ისმის, მათ შორის, სიტყვები — "სანიკიძე ხომ მოგეცი", ასახელებენ რიცხვებსაც.
- მოგვიანებით, RBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, FSB-სთან ერთად, საგზაო პოლიციის თანამშრომლების მიერ ქრთამის აღების ორი შემთხვევა გამოავლინა.
- "შესაძლებელი გახდა ხუთი თანამშრომლის გამოვლენა, რომლებმაც მოქალაქეებისგან უკანონოდ აიღეს 5-10 ათასი რუბლი. ჩართულ ინსპექტორებს შეუჩერდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისინი სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, ხელმძღვანელებს კი დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ", — აცხადებენ უწყებები.
რიცხვებში: შსს-მ გუშინ, 27 სექტემბერს გამოაქვეყნა მონაცემები. მობილიზაციის ამოქმედებამდე, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:
- 17 სექტემბერს: 6 986 — 7 406;
- 18 სექტემბერს: 6 606 — 6 743;
- 19 სექტემბერს: 6 411 — 6 782;
- 20 სექტემბერს: 5 603 — 6 199 პირმა.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მონაცემები გაზრდილია. მაგალითად, 21 სექტემბერს რუსეთიდან საზღვარი გადმოკვეთა 6 402-მა და გადაკვეთა 6 011-მა პირმა. დანარჩენ დღეებში შემოსულთა და გასულთა სტატისტიკა ასეთია:
- 22 სექტემბერს: 6 150 — 6 050;
- 23 სექტემბერს: 9 307 — 6 214;
- 24სექტემბერს: 9 330 — 6 249;
- 25 სექტემბერს: 11 143 — 5 519;
- 26 სექტემბერს: 10 804 — 4 947.
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
კომენტარები