ისტორიული რეფერენდუმი — კუბაში ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება დაკანონდა
კუბაში ქორწინების თანაბარ უფლებას რეფერენდუმში მონაწილე მოსახლეობის უმეტესობამ მხარი დაუჭირა, შესაბამისად, ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება ლეგალური გახდა.
კუბის საარჩევნო საბჭოს განცხადებით, რეფერენდუმში მონაწილეობის უფლებამოსილი მოსახლეობის 74,1%-მა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მათგან თითქმის 67-მა პროცენტმა, ანუ 3,9 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ქორწინების თანაბარ უფლებას მხარი დაუჭირა.
ახალი საოჯახო კოდექსი, რომელსაც რეფერენდუმით ეყარა კენჭი, ლგბტქ წყვილებს ქორწინებისა და ბავშვის შვილად აყვანის უფლებას ანიჭებს, თუმცა, ამავდროულად, ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების დასაცავად ახალშემუშავებულ ზომებსაც მოიაზრებს.
კუბაში, რომელსაც კომუნისტური პარტია მართავს, ლგბტქ ადამიანები წლების განმავლობაში ხდებოდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების მხრიდანაც. მას შემდეგ, რაც 1960-იან წლებში ძალაუფლება ფიდელ კასტრომ იგდო ხელთ, ქვიარ ადამიანები პოლიტიკურ დისიდენტებთან ერთად შრომით ბანაკებში გაამწესეს. 1979 წლიდან ქვეყანაში ჰომოსექსუალობა დანაშაულად აღარ მიიჩნევა, თუმცა, ლგბტქ ადამიანების ცხოვრება კუბაში მაინც რთული დარჩა. სულ რამდენიმე წლის წინ, 2019-ში, პოლიციამ ქვიარ აქტივისტების მშვიდობიანი მსვლელობაც კი დაარბია და განაცხადა, რომ მათ ამის ნებართვა არ ჰქონდათ.
კუბის ყოფილი პრეზიდენტის, რაულ კასტროს, შვილი მარიელა კასტრო ღიად უჭერს მხარს ლგბტქ ადამიანების უფლებებს და ამისთვის სახელმწიფო დაფინანსების მქონე ცენტრსაც კი იყენებდა. თუმცა, როცა საქმე ქორწინების თანაბარ უფლებაზე მიდგა, კუბელმა პოლიტიკოსებმა ჰომოფობიური გამოხმაურების შიშით უკან დაიხიეს.
აღსანიშნავია, რომ ახალშემუშავებული საოჯახო კოდექსის წინააღმდეგი კუბაში რელიგიური საზოგადოებაც იყო. თუმცა, რეფერენდუმამდე კვირებით ადრე ქვეყნის ხელისუფლებამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კოდექსი იმის დასტურიც იყო, თუ როგორ უწყობს ფეხს თანამედროვეობას ათწლეულების წინ მომხდარი რევოლუცია.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები