DataFest Tbilisi — რა დაგხვდებათ მონაცემთა კონფერენციაზე
DataFest Tbilisi, მონაცემთა საერთაშორისო ინგლისურენოვანი ფესტივალი, 17-19 ნოემბერს თბილისში, Rooms Hotel-სა და ონლაინ, Zoom-ში გაიმართება.
DataFest Tbilisi ყოველწლიური ღონისძიებაა და წელს უკვე მეექვსედ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში Rooms Hotel Tbilisi-ში 5 თემის გარშემო ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი შეიკრიბება.
მონაცემთა კონფერენციაზე ვორკშოპებსა და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებს, დისკუსიებსა და დატათონებს შემდეგი მიმართულებებით დაესწრებით:
- მონაცემთა ანალიტიკა — ვორკშოპები, დატატონი და დისკუსია მონაცემთა ანალიტიკის უახლესი მოდელებისა და ინსტრუმენტების შესახებ;
- მონაცემთა ჟურნალისტიკა — ვორკშოპები, ინსპირაციული გამოსვლები, პრეზენტაციები და დატათონი მონაცემთა ჟურნალისტიკის, სთორითელინგისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის გარშემო;
- მონაცემთა ვიზუალიზაცია — პრაქტიკული ვორკშოპები, ინსპირაციული გამოსვლები, დატათონი და მენტორობის პროგრამა ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით;
- მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა — ვორკშოპები, დატათონი და პანელური დისკუსიები ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის;
- მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი — ვორკშოპები და დისკუსიები მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ.
DataFest Tbilisi 2022-ის ხუთივე მიმართულებაში ინტეგრირებულია მისინფორმაციის თემა. სფეროს სპეციალისტებთან შეხვედრები და ვორკშოპები ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილ კამპანიებზე, მეთოდებსა და მათთან ბრძოლის ტექნიკებზე მოგითხრობთ.
DataFest Tbilisi უმასპინძლებს The Glass Room Misinformation გამოფენასაც. Tactical Tech-ის მიერ შექმნილი საერთაშორისო პროექტის მიზანია, აუდიტორიას აჩვენოს, როგორ ცვლის სოციალური მედია და ინტერნეტი მოვლენების აღქმასა და მათზე რეაქციას.
სტარტაპების ექსპოს თემა ანტრეპრენერებისა და სტარტაპების დამფუძნებლებისთვის იქმნება, აერთიანებს პანელურ დისკუსიებსა და საუბრებს სტარტაპის შექმნისა და დაფინანსების მოძიების შესახებ.
DataFest Tbilisi მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიება 3 დღეს გრძელდება და იწვევს ადამიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემებს, მონაცემთა მეცნიერებას, თუ ვიზუალიზაციას უკავშირდება. ქმნის დინამიკურ და მეგობრულ გარემოს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ნეთვორქინგის, ახალი თანამშრომლობების მოძიებისათვის.
DataFest Tbilisi აერთიანებს ტოპ და შუა რგოლის მენეჯერებს, მარკეტერებს, ფინანსისტებს, დეველოპერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპების დამფუძნებლებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს.
DataFest Tbilisi-ის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი — ForSet, რომლის მიზანია სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ფესტივალის მთავარი პარტიონრები საქართველოს ბანკი და Grant Thornton არიან, პარტნიორები AskGov.ge, National Endowment for Democracy, Tactical Tech, ქომიუნითი პარტნიორები Tbilisi School of Communication, WiFisher, მედია პარტნიორები კი NEXT.On.ge, On.ge, Marketer და Entrepreneur არიან. ღონისძიების მხარდამჭერები Zinc Network, Adjara Group, CRISP Berlin არიან.
დეტალური ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებგვერდს www.datafest.ge.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები