არსებული ინფორმაციით, ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა — რა ვიცით
ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტმა, ეხო კავკაზამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. იმავეს წერს აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის სააგენტო Apsnypress ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედია ცენტრზე დაყრდნობით.
დეტალები: შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლუკაშენკო სოჭში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. ახლა კი Apsnypress-ის ინფორმაციით, ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ხვდება.
- გამოცემა წერს, რომ დღის წესრიგშია ორმხრივი თანამშრომლობის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, საერთაშორისო სიტუაციის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების განხილვა.
- ტელეგრამ არხებზე АМРА- life და D News Abkhazia ვრცელდება ფოტო-ვიდეოები, რომლებიც, სავარაუდოდ, ბელარუსის პრეზიდენტის კორტეჟის გადაადგილებას და ბიჭვინთაში მის დასახვედრად მზადებას ასახავს.
- გარდა ამისა, Нужная Газета წერს, რომ ოფიციალური ინფორმაცია ვიზიტისა და მიზნის შესახებ არ ვრცელდება, მაგრამ ცნობილია, რომ შეხვედრა (დაუკონკრეტებელ პირთან) ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკზე" მიმდინარეობს.
- მათივე თქმით, გავრცელებულ ფოტოში "სახელმწიფო არხის" ოპერატორი ჩანს, რაც მიანიშნებს, რომ ვიზიტზე საღამოს AGTRK-ის ეთერში გახდება ცნობილი.
- განახლება: ერთ-ერთმა აფხაზურმა მედიამ გაავრელა კადრი, რომელზეც ბჟანიას და ლუკაშენკო ერთად ჩანს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბელარუსს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს და საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს.
- ბელარუსის პრეზიდენტის ეს ვიზიტი, შესაძლოა, საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდეს.
- ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ნიშნავს, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.
ოკუპაციის შესახებ კანონის თანახმად, ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მიმართულებების გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
- კანონში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
- წესი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობის სიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, მოსახლეობას უზრუნველყოფს საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით; ასევე, იმ პირზე, რომელზედაც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი
On.ge დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათი პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
- განახლება: საგარეომ განცხადება გაავრცელა, რომლის ნახვაც შეგიძლიათ აქ.
- ასევე ინფორმაციის დაზუსტებამდე კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ, რომელმაც თქვა, რომ თუ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება, ამაზე პასუხს სცემს კანონმდებლობა.
- "თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ დრომდე ნამდვილად არ გვქონია პრობლემა ბელარუსიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და მეეჭვება, რომ აპირებდეს ამ პოზიციისგან გადახვევას", — თქვა სარჯველაძემ.
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
კომენტარები