ამაზე გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერმანულ მედიასთან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით.

  • 23 მარტს დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის "ეგზისტენციალური საფრთხის შემთხვევაში" ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 25 აპრილს განაცხადა, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალურია.
  • აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ლავროვის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.

ანგელა მერკელის თქმით, პუტინის მუქარის სერიოზულად მიღება სისუსტის ნიშანი არაა, ეს პოლიტიკური სიბრძნის ნიშანია.

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გააფრთხილა. მან თქვა, რომ ეს ომის სახეს შეცვლის.

არქივიდან: 27 აგვისტოს რუსეთმა გაეროში ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმების საბოლოო პროექტი დაბლოკა.

  • ხელშეკრულება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ განიხილება, როგორც ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული არსენალის გაფართოების შეჩერებას ძალისხმევის ნაწილი.