კრემლმა დაასახელა, რა არის მათი "გეგმა მინიმუმი" ე.წ. რეფერენდუმების შემდეგ
რუსული სახელისუფლებო მედიების ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმები კრემლის მარიონეტულმა ძალებმა ჩაატარეს.
- პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, წინასწარი შედეგებით, ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკსა და ზაპოროჟიეში რუსეთთან შეერთების მომხრე 98% იყო, ხერსონში კი 97% — თუმცა არ ამბობენ, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
- მელიტოპოლის მერის განცხადებით, ზაპოროჟიეში მოსახლეობის მხოლოდ 0,5% მივიდა გამოკითხვაზე.
- "რეფერენდუმს" ლეგიტიმაცია არ აქვს და არცერთი ქვეყანა არ აღიარებს რუსეთის გარდა.
- ამასთანავე, უკრაინულ მედიებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხალხს დაშინებით აიძულებდნენ ხმის მიცემას და ე.წ. კომისიის წევრები გამოკითხვაზე ჯარისკაცებთან ერთად დადიოდნენ.
დეტალები: ჟურნალისტებმა დმიტრი პესკოვს ჰკითხეს, გაგრძელდება თუ არა "სპეცოპერაცია" მას შემდეგ, რაც რუსეთი ხელს მოაწერს უკრაინის რეგიონების "რუსეთთან შეერთების" შესახებ დოკუმენტს.
- რაზეც პესკოვმა განაცხადა, რომ ჯერ ყველა ტერიტორია არ "გაუთავისუფლებიათ".
- "რაც შემიძლია გითხრათ აბსოლუტური სიზუსტით, თქვენ იცით, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყველა ტერიტორია ჯერ არ არის გათავისუფლებული. საუბარია 2014 წლის საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე. ამიტომ, მინიმუმ, აუცილებელია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება", — თქვა მან.
უკრაინაში აცხადებენ, რომ წარმატებული კონტრშეტევის მიუხედავად ჯერ ომის დასრულებაზე საუბარი ადრეა.
- ზელენსკის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ახლა მოლაპარაკებებს და პრეზიდენტების შეხვედრას აზრი არ აქვს.
- ამის გამო პუტინი ცდილობს, ომის გაგრძელება უკრაინას დააბრალოს და ამტკიცებს, თითქოს ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს მალე დასრულდეს.
- ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფარსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც ოკუპანტები რეფერენდუმს უწოდებენ, უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მორიგი მცდელობაა.
ე.წ. რეფერენდუმი დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის, საქართველომ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას უკანონოს, ხოლო უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობებს მიუღებელს უწოდებს.
- კანადის პრემიერმა განაცხადა, რომ "რეფერენდუმების" შედეგებს არასდროს აღიარებენ და რუსეთს ახალ სანქციებს უწესებენ.
- ე.წ. რეფერენდუმებთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა ბრიტანეთმაც.
- საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების სისტემური შეურაცხყოფების ფონზე, "რეფერენდუმი" უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დარღვევაა.
- NATO-ს სახელმწიფოები არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების არალეგალურ და უკანონო ანექსიას.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები