კომიქსების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერგმირის, უოლვერინის როლის შემსრულებელს, ჰიუ ჯეკმანს მაყურებელი Deadpool 3-ში ისევ იხილავს. ამის შესახებ დედპულის შემსრულებლის, რაიან რეინოლდსის ვიდეოდან ვიგებთ, რომელიც მსახიობმა ტვიტერზე გაავრცელა.

სანამ სიახლეს გვამცნობდა, რაიან რეინლოდსმა Deadpool 3-ისა და თავისი პერსონაჟის შესახებ ისაუბრა. "ჩვენ პერსონაჟის ერთგული უნდა დავრჩეთ და მას ახალი სიღრმე, მოტივაცია და მნიშვნელობა უნდა ვუპოვოთ. ყოველი ახალი Deadpool გამორჩეული უნდა იყოს და ეს წარმოუდგენელი გამოწვევაა", — ამბობს რეინოლდსი ვიდეოში, შემდეგ კი კადრში ჰიუ ჯეკმანს ვხედავთ.

"ჰიუ, გინდა უოლვერინის როლი კიდევ ერთხელ ითამაშო?" — ეკითხება რეონოლდსი ჯეკმანს, რომელსაც ვიდეოში ვხედავთ. "დიახ, რა თქმა უნდა, რაიან", — პახუსობს ჰიუ ჯეკმანი, შემდეგ კი უიტნი ჰიუსტონის ჰიტი, I Will Always Love You ისმის.

გარდა ამ სიახლისა, რეინოლდსმა Deadpool 3-ის გამოსვლის თარიღიც გვამცნო. მაყურებელი Deadpool-ის ახალ ფილმს 2024 წლის 6 სექტემბერს იხილავს.