კალაძის თქმით, სადგურის მოედანზე გვირაბის გაგანიერებაზე უნდა დაიწყონ მუშაობა
ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: თბილისში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო, საცობების პრობლემაა.
- მოქალაქეები აცხადებენ, რომ ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილებისათვის იმაზე დიდი დრო სჭირდებათ, ვიდრე ადრე;
- პარალელურად, გადაადგილების პრობლემებია მეტროებშიც.
დეტალები: კალაძემ ისაუბრა, რომ მეტროში განსაკუთრებული პრობლემები პიკის საათებში იქმნება — მან გამოყო ახმეტელი და სადგურის მოედანი, სადაც ხალხის დიდი ნაკადის გამო, მოქალაქეები გადაადგილებას ხშირად ვერ ახერხებენ.
- "პირველად, შეიძლება, სატესტო რეჟიმში გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, არ ვიცი, ლონდონის მეტროთი შეიძლება ბევრს უმგზავრია და ვიცით, თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა";
- "ეს, შეიძლება, პირველ ეტაპზე გარკვეული დისკომფორტი იყოს, შეიძლება, ვიღაცისთვის სასაცილო, მაგრამ სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე";
- "ამიტომ დაიწყეთ ყველანაირად ყველა ძალის გამოყენება და ნახეთ ყველა შესაძლებლობა, როგორ შეიძლება ნაკადების მართვა, თუ გამოგვივა, ვნახოთ სატესტო რეჟიმში";
- "პარალელურად, ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტებიც და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებასა და მოწესრიგებაზე, იმისთვის, რომ პრობლემას არ წარმოადგენდეს ამ გვირაბში გადაადგილება".
კალაძემ ისაუბრა თბილისში არსებულ საცობებზე და აღნიშნა, რომ პრობლემების მიუხედავად, რომელიც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, სხვა ფაქტორებითაც არის გამოწვეული, "თბილისს ჰყავს ყველაზე ახალი და ყველაზე მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი".
- "ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში? ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა: "კონდიციონერი ჩართე, კონდიციონერი არ მუშაობას, დავიწვით ხალხი". ეს წარსულს ჩავაბარეთ თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით";
- "გაძლევთ პირობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული და ყველაზე ხელმისაწვდომი".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები