სტარტაპმა Saildrone-მა და ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NOAA) ცოტა ხნის წინ ქარიშხალ ფიონაში შტორმის რობოტები შეგზავნეს. მოპოვებული კადრები ინტერნეტსივრცეში ვრცელდება.

ფიონა პირველი კატეგორიის შტორმია, რომელიც პუერტო რიკოსა და კანადის აღმოსავლეთ სანაპიროს ესხმის თავს.

Saildrone-ის პრესრელიზის თანახმად, გამოყენებულ ნარინჯისფერ "შტორმბოტს" SD 1078 ეწოდება. ეს თვითმართვადი, უეკიპაჟო მოწყობილობა ერთ-ერთია იმ შვიდიდან, რომლებსაც სტარტაპი და NOAA ატლანტის ოკეანესა და მექსიკის ყურეში იყენებენ.

"ფლოტი 24 საათის განმავლობაში აგროვებს მონაცემებს, რათა გრიგალთა ფიზიკური პროცესების გაგებაში დაგვეხმაროს", — ვკითხულობთ უწყებაში.

გარდა ჩვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა, ეს რობოტები სხვა ფუნქციასაც ასრულებს — ფიონას მაგვარი შტორმების შესახებ მეცნიერებს ღირებულ ინფორმაციას აწვდის. Saildrone-ების ფლოტი შტორმის დროს არამხოლოდ სურათებსა და მონაცემებს მოიპოვებს, არამედ ოკეანის შემსწავლელ მეცნიერებს ქარიშხლებისა და ტროპიკული შტორმების შესწავლაშიც ეხმარება ზარალის გამოწვევამდე, მის პროცესში და შემდეგ.

"ადგილიდან მოპოვებული ოკეანური მონაცემები და ოკეანის ფსკერის უკეთ შესწავლა შტორმის ინტენსივობისა და მისი მოზღვავების პროგნოზირების საშუალებას მოგვცემს. ამ გამანადგურებელი მოვლენებისაგან სანაპიროზე მცხოვრები ხალხის უკეთ დაცვის", — აგვისტოში განაცხადა რიჩარდ ჯენკინსმა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.