ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსები სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტს ხსნიან
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედიები სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გამოქცევას ცდილობს.
- ლარსის გამშვები პუნქტთან რამდენიმე დღე დაახლოებით 13-15-კილომეტრიანი საცობებია.
- სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მობილიზებული რუსი კაცები მანქანებს ტოვებენ, ფეხით და ველოსიპედით მიდიან საზღვრამდე.
- გუშინ ადგილზე სამხედროები და ჯავშანტექნიკა გამოჩნდა — იყო მოსაზრება, რომ საზღვრის ჩასაკეტად ან ბლოკ-პოსტის მოსაწყობად, მაგრამ FSB ამტკიცებდა, რომ სიტუაციის გასაკონტროლებლად და საზღვარზე უკანონო გარღვევის ასაცილებალად მივიდნენ.
დეტალები: დღეს ცნობილი გახდა, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი საზღვართან უახლოეს მომავალში გაიხსნება — გადაწყვეტილება ზემო ლარსის საგუშაგოზე გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
- ამ ეტაპზე უცნობია, როგორ იმუშავებს სამობილიზაციო პუნქტი და რომელი რეგიონის მოსახლეობას დაურიგებენ გაწვევის ბარათებს.
- რუსულ მხარეს არც ის განუმარტავს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მობილიზებულ პირებს საზღვარზე არ გაუშვებენ.
- ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საცობების ასარიდებლად, საზღვრის კვეთის უფლება ქვეითებისთვისაც მიეცათ — აქამდე ეს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებით იყო შესაძლებელი.
- დღეს კიდევ გავრცელდა ვიდეო, რომელიც საზღვრისკენ რუსული ტექნიკის გადაადგილებას ასახავს, სავარაუდოდ, ამ შტაბის გასახსნელად.
რიცხვებში: რუსულ მედიებში გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 250 000-მა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამას ტყუილს უწოდებს.
- ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ორივე მიმართულებით საზღვარი 37 500 ათასმა მანქანამ და 115 200 ადამიანმა გადაკვეთა.
- გომელაური ამბობს, რომ 4-5 დღის წინ ლარსის გამშვებ პუნქტზე 5 00-დან 6 000-მდე ადამიანი იყო შემომსვლელი — ახლა ეს რიცხვი 10 000-მდე გაიზარდა, 40-45%-ით მოიმატა.
- მისივე ცნობით, საზღვრის სხვა გამშვები პუნქტებიდან შემომსვლელთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია.
გომელაურის თქმით, გაიზარდა საზღვრიდან გაბრუნებულთა რიცხვიც, თუმცა როგორც ჩანს, არა იმიტომ, რომ საქართველოს საზღვრის კვეთა გამკაცრდა.
- "ლოგიკურია, თუ 100 კაცში 10-ს უკან ვაბრუნებდით, ახლა 1 000 კაცში პირობითად 100 გაბრუნდება უკან, მათემატიკაა ჩვეულებრივი", — განაცხადა მან.
- რაც შეეხება რუსებისთვის საზღვრის ჩაკეტვას, მინისტრი ამ აზრს არ იზიარებს: "მოქალაქეები შემოდიოდნენ რუსეთის ყოველთვის და ახლა დავკეტოთ საზღვარი დღეს?"
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები