ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციაში, ერთ-ერთი სახალხო დამცველის გამჭვირვალედ და დემოკრატიულად არჩევას უკავშირდება.

  • ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს.
  • ამჟამინდელ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება.

დასახლებული კანდიდატები არიან: PHR-ის აღმასრულებელი დირექტორი, უფლებადამცველი, ანა აბაშიძე.

  • სახალხო დამცველის მოქმედი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი და ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი.

ორგანიზაციების განცხადებით, კანდიდატების შერჩევამდე არაერთი კრიტერიუმი შეიმუშავეს.

  • მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ის უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი კანდიდატი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განათლება და 5-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა.
  • ასევე, არ უნდა ყოფილიყო პარტიული არც ახლა და არც ბოლო 5 წლის მანძილზე და არ უნდა ჰქონოდა პოლიტიკური თანამდებობა.

მათივე თქმით, ამ კრიტერიუმების მიხედვით, ორგანიზაციებმა და ჯგუფებმა კანდიდატების დასახელება დაიწყეს, საბოლოოდ კი სხვადასხვა პროცედურისა და კენჭისყრის შემდეგ 3 კანდიდატი შეირჩა.

  • "ამ სამ ადამიანს წარმოადგენს ჩვენი ჯგუფი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატებს და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სუბიექტებთან და პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მათ სწორედ ეს ადამიანები დაასახელონ".