აფხაზეთის დე ფაქტო ხელისფლების მსგავსად, ენგურთან აქციას ყაველაშვილიც პროვოკაციას უწოდებს
ამავდროულად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან განსხვავებით, ყაველაშვილი უფრო შორს მიდის და ორგანიზატორებს მეორე ფრონტის გახსნაშიც ადანაშაულებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 24 სექტემბერს ენგურის ხიდთან გაიმართა აქცია სახელად "აფხაზეთი საქართველოა". აქტივისტების თქმით, ენგურს იქეთ მყოფებისთვის ჰქონდათ გზავნილი, რომ ადრე თუ გვიან დაბრუნდებიან სახლში მშვიდობიანად, ომისა და ესკალაციის გარეშე.
- იმავე დღეს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს აქცია პროვოკაციაა და მისი მიზანია სიტუაციის დესტაბილიზაციაა.
-
ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს აშშ-ის საელჩომ და USAID-მა სამოქალაქო აქტივისტებს მისცეს დავალება, გაეაქტიურებინათ აფხაზეთში დევნილების დაბრუნების საკითხი.
-
მათივე თქმით, "ამერიკელი კურატორების სტიმულირებული პროვოკაციები" აფხაზურ საზოგადოებაში ნეგატიურ რეაქციას იწვევს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.
- საგულისხმოა, რომ ქართული ოცნებიდან წამოსული დეპუტატის დღევანდელი პოსტის რიტორიკა ნაწილობრივ იმეორებს აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმისას.
რას წერს ყაველაშვილი: ის ევროპულ საქართველოს აშშ-ის საელჩოს ფავორიტ პარტიას უწოდებს და დაანონსებულ აქციას პროვოკაციის მცდელობად აფასებს.
- "ამ აქციას უკვე გამოეხმაურა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება და ის შეაფასა "ამერიკის საელჩოს და USAID-ის მიერ სტიმულირებულ პროვოკაციად, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში უკიდურესად უარყოფით რეაქციას იწვევს", — წერს ყაველაშვილი, თუმცა აღსანიშნია, რომ დე ფაქტო რეჟიმის განცხადებაში 26 სექტემბრის აქცია ნახსენები არ ყოფილა და 24 სექტემბერს გამართულზე წერდნენ.
- მისივე თქმით, გაუგებარია, რა მიზანი აქვს დღეს ენგურის ხიდთან აქციის ორგანიზებას, რომელიც საქართველოსთვის სიკეთის მომტანი არ არის და აფხაზურ საზოგადოებაში უარყოფით რეაქციას იწვევს.
- აქვე ის ტრადიციულ პროპაგანდისტულ ნარატივს ატარებს და ამტკიცებს, თითქოს "აშკარაა", რომ აქციის ორგანიზატორებს ამ შემთხვევაშიც ამოძრავებთ ერთადერთი ინტერესი — მეორე ფრონტის გახსნა.
- "როდესაც ამ მიზანს საქართველოს ხელისუფლებასთან ვერ მიაღწიეს, ახლა ისინი უკვე ენგურის ხიდიდან აფხაზების პროვოცირებას ცდილობენ", — წერს ის.
დეპუტატი ამ შემთხვევაშიც აშშ-ის საელჩოს ესხმის თავს და მოუწოდებს, რომ გაემიჯნოს "მისი ფავორიტი და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას".
- იქვე აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, "კიდევ უფრო გამყარდება ქართულ საზოგადოებაში ისედაც ფართოდ გავრცელებული ვარაუდი, რომ მეორე ფრონტის გახსნის სურვილის უკან, რომელსაც პერიოდულად საჯაროდ ახმოვანებენ საელჩოს ფავორიტი და მის მიერ დაფინანსებული ქართველი პოლიტიკოსები, ენჯეოების ლიდერები, უცხოელი ლობისტები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სინამდვილეში სწორედ საელჩო დგას".
რეალურად, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, 26 სექტემბერს, 21:00 საათზე, სოფელ რუხში, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება აქცია, სადაც იქნება ნაჩვენები ფილმი, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს.
-
"დღეს, უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი, პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს ქართველები შინ დავბრუნდეთ. ჩვენ ამისთვის უნდა ვემზადოთ", — აცხადებენ ორგანიზატორები.
- ესენი არიან: ევროპული საქართველო, ტაბულა, აფხაზთა კრება, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი.
- გარდა ამისა, ისინი ხვალ, 27 სექტემბერს 21:00 საათზე, საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად, მართავენ მსვლელობას რუსთაველის ძეგლიდან, რაც პარლამენტთან პროგრამით დასრულდება.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები