Global Finance-მა მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად საქართველოს ბანკი დაასახელა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 23-ე, ყოველწლიური World’s Best Digital Bank Awards-ის ფარგლებში მსოფლიოში საუკეთესო გლობალური და რეგიონული კორპორატიული/ინსტიტუციური და სამომხმარებლო ციფრული ბანკები გამოავლინა. ნომინაციის "მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი" გამარჯვებული საქართველოს ბანკი გახდა.
"მოხარული ვართ, რომ მივიღეთ ეს ჯილდო Global Finance-სგან და ვამაყობთ იმით, რომ დავსახელდით მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად მსოფლიოში. საქართველოს ბანკში დიჯიტალიზაცია და მომხმარებელთა გამოცდილება ერთმანეთის პარალელურად ვითარდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს — გავზარდეთ მომხმარებელთა კმაყოფილების (NPS) მაჩვენებელი 52%-მდე, გავხდით ციფრული ბანკინგის ლიდერი საქართველოში, გავაორმაგეთ ჩვენი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში და დღეისათვის ამ მაჩვენებელმა ერთ მილიონს მიაღწია, რაც თავის მხრივ, მომხმარებლებისთვის შექმნილი უნიკალური ციფრული გამოცდილების შედეგია. ეს ჯილდო ბანკის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ მომხმარებელთათვის უმაღლესი ხარისხის ციფრული გამოცდილების შესაქმნელად, მუდმივად ცდილობენ გააუმჯობესონ პროდუქტები და მომსახურება, შემოიტანონ ინოვაციური მიდგომები და გადაწყვეტები. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის მთელ გუნდს, მათი ყოველდღიური დაუღალავი შრომისთვის, ერთგულებისთვის და მსურს მადლობა გადავუხადო Global Finance-ს ამ აღიარებისთვის", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
"ციფრული ტრანსფორმაციისას მომხმარებლის ცენტრში დაყენებით საქართველოს ბანკმა დამსახურებულად მიიღო როგორც რეგიონული, ისე გლობალური ჯილდოები, როგორც საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი. მობილური ბანკინგის მუდმივი განვითარება, საბანკო და არასაბანკო პროდუქტებისა და სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ნაბიჯებისა, რომელიც ბანკმა მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად დაგადგა. სწორედ ამიტომ, ის დასახელდა კიდეც Global Finance-ის მიერ როგორც World's Best Consumer Digital Bank", — განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა.
ინფორმაციისთვის, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკები შეირჩნენ Global Finance-ის რედაქტორების, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების მიერ. წელს რეკორდული რაოდენობის განაცხადები იყო შესული განსახილველად, საბოლოოდ კი გამარჯვებული ბანკები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების მოხერხებული ფუნქციონალი და დიზაინი და ა.შ.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები