მსახიობის გარდაცვალების შესახებ ცნობა მის ოფიციალურ ტვიტერზე გავრცელდა:

"დიდი მწუხარებით უნდა გაუწყოთ, რომ შვეიცარიაში, კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა სერ როჯერ მური", ნათქვამია წერილში, რომელიც თან ერთვის ტვიტს.

როჯერ მურმა ჯეიმს ბონდის როლი შვიდჯერ მოირგო, მას შემდეგ რაც ამ როლზე 1972 წელს შონ კონერი ჩაანაცვლა. 1991 წლიდან მური UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი იყო.