4-დღიანი სამუშაო კვირა პროდუქტიულობას ზრდის კიდეც — ექსპერიმენტის შედეგები
ბრიტანეთში უკვე რამდენიმე თვეა, 4-დღიანი სამუშაო კვირის საპილოტე პროგრამა მიმდინარეობს. ექვსთვიანი პროგრამა, რომელშიც სხვადასხვა სფეროს 70-ზე მეტი კომპანიის 3 300 თანამშრომელი მონაწილეობს, თითქმის სანახევროდაა დასრულებული. 41 კომპანიისგან მიღებული შედეგებით ახლა ამ დროის შეფასებებს აჯამებენ.
35 კომპანია აცხადებს, რომ სამომავლოდ, პროგრამის დასრულების შემდეგაც, 4-დღიანი სამუშაო კვირის დანერგვას განიხილავენ. 41 კომპანიიდან ორის გარდა ყველამ განაცხადა, რომ 4-დღიანმა სამუშაო კვირამ პროდუქტიულობაზე ან არ იმოქმედა, ან გაზარდა. ამასთან, ექვსი კომპანია ირწმუნება, რომ ახალი სამუშაო პირობების შედეგად, თანამშრომლების პროდუქტიულობამ თვალშისაცემად მოიმატა.
4-დღიან სამუშაო კვირაზე საუბარი უკვე ათწლეულებია, მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 1956 წელს, აშშ-ის მაშინდელმა ვიცეპრეზიდენტმა (და მომავალში პრეზიდენტმა) რიჩარდ ნიქსონმა განაცხადა, რომ დიდი დრო არ იყო დარჩენილი იქამდე, სანამ ეს მოხდებოდა. მართალია, კომპანიების უმეტესობას მასშტაბურად დღემდე არ აუტაცებია ეს იდეა, მაგრამ პანდემიის პერიოდში შეცვლილმა გარემოებებმა ბევრი კვლავ დააფიქრა.
- ბელგია 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადის
- დროა, ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეთ — ევროპელი პოლიტიკოსები
"სამსახურზე პანდემიის გავლენას თუ შეხედავთ, შენიშნავთ, რომ სამუშაოს ადგილმდებარეობაზე ხშირად მეტისმეტს ვფიქრობდით", — ამბობს 4-დღიანი სამუშაო დღის მკვლევარი ჯო ო'კონორი, — "დისტანციურ და ჰიბრიდულ მუშაობას ბევრი სარგებელი მოაქვს, მაგრამ გადაწვასა და გადატვირთვას ვერაფერს შველის".
ზემოხსენებულ საპილოტე პროგრამაში მონაწილე ზოგიერთი კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 4-დღიანმა სამუშაო კვირამ მათ თანამშრომლებს საშუალება მისცა, გამოთავისუფლებული დრო ოჯახის წევრებისთვის, ვარჯიშისთვის, კულინარიისა და სხვა ჰობისთვის დაეთმოთ. შედეგად, მათი მენტალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, რამაც ისინი მეტად მოტივირებულები და პროდუქტიულები გახადა. ამის საპირწონედ, კრიტიკოსები გაზრდილ ხარჯებსა და შემცირებულ კონკურენტუნარიანობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
საპილოტე პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე კომპანიაც აღნიშნავს, რომ შედეგების შეფასება ნაადრევია, თუმცა, თანამშრომლები სამსახურის ასეთი პირობებით კმაყოფილები არიან და ამიტომ 4-დღიანი სამუშაო კვირის სამომავლოდ გაგრძელებაც განიხილება. ამასთან, განსხვავება არ შეუმჩნევიათ მათ მომხმარებლებს.
ბრიტანეთის მსგავს ექსპერიმენტს ატარებენ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, კანადაში, ირლანდიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. საცდელი პროგრამის შედეგებმა შვედეთის ქალაქ გეტებორგში კი აჩვენა, რომ 4-დღიან სამუშაო კვირაში თანამშრომლებმა იმავე რაოდენობის ან უფრო მეტი საქმე გააკეთეს.
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
კომენტარები