კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უმსხვილესმა ქსელმა, რომელსაც საქართველოში კომპანია მაჯიდ ალ ფუტაიმი წარმოადგენს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განსაკუთრებულ შეთავაზებები და საჩუქრები მოუმზადა მომხმარებლებს.

17 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, კარფურის ფილიალებში, მშობლებსა და მოსწავლეებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ფართო არჩევანი დახვდათ — ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

ფოტო: კარფური

გარდა განსაკუთრებული შეთავაზებებისა, კომპანია კარფურისა და მასტერქარდის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში — ერთად ბავშვებისთვის, მასტერქარდით გადახდისას თანხის 1% განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას მოხმარდა. კარფური და მასტერქარდი ერთობლივად ეწვივნენ თბილისის 202-ე და 203-ე საჯარო სკოლებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს სასკოლო ნივთები დაურიგეს.

კარფური და მასტერქარდი კიდევ ბევრი საინტერესო კამპანიის ირგვლივ აგრძელებს თანამშრომლობასა და მეგობრობას.

ფოტო: კარფური

მასტერქარდი ტექნოლოგიური კომპანიაა გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს მართავს. ის ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

კარფური მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებული და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.