აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი სანქციებს ირანელი ქალების მიმართ ძალადობისა და მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებების დარღვევისთვის აწესებს და აღნიშნავს, რომ 22 წლის ქალის დაღუპვაზე პასუხისმგებელი მორალის პოლიციაა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ირანში მასობრივი პროტესტი გრძელდება. გამოსვლები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვას მოჰყვა.

  • ის ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა.
  • თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოგვიანებით კი ქალი გარდაიცვალა.

დეტალები: სანქციები უსაფრთხოების სამსახურის 7 თანამდებობის პირზე, მათ შორის, მორალის პოლიციის, დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს, სახმელეთო სამხედრო ძალების, სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნებზე წესდება.

  • განცხადების მიხედვით, ისინი ხელმძღვანელობენ ორგანიზაციებს, რომელიც რეგულარულად იყენებენ ძალებს მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური დისიტენტების, ქალთა უფლებების აქტივისტებისა და ირანული ბაჰაიას თემის წევრების ჩასახშობად.
  • "მაჰსა ამინი იყო მამაცი ქალი, რომლის სიკვდილმაც მორალის პოლიციის პატიმრობის ქვეშ, კიდევ ერთხელ აჩვენა ირანის რეჟიმის სისასტიკე საკუთარი ხალხის მიმართ", — განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა.