გახსოვთ, რა აღმოაჩინე პირველად ისეთი, რაც მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდა? ეს შეიძლება ყოფილიყო პირველი სათამაშო, პირველი ნიშანი, პირველი დღე სკოლაში ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც შენთვის ძვირფას მოგონებად იქცა.

ჩვენ ირგვლივ ყოველთვის იქნება ისეთი პროდუქტი თუ კერძი, რომელიც ჯერ არ გაგვისინჯავს, ამიტომ წინ ახალი აღმოჩენა გველოდება. სწორედ ამ იდეას იზიარებს Gastronome-ის ახალი კამპანია — აღმოაჩინე პირველად. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Gastronome თავის მომხმარებლებს 2000-ზე მეტ უნიკალურ, განსხვავებულ და პრემიუმ ხარისხის პროდუქტს სთავაზობს. ასე რომ, Gastronome-ში მრავალფეროვანი გემოების აღმოჩენა ნამდვილად შეგიძლიათ.

Gastronome-მა ახალი კამპანიის ფარგლებში, ვიდეორგოლი მოამზადა, რომელიც ადამიანების პირველად განცდილ ემოციებსა და გამოცდილებებზე გვიყვება. შეგიძლიათ, ვიდეორგოლი თავად ნახოთ და დარწმუნდეთ, რომ Gastronome ნამდვილად ის ადგილი და სივრცეა, რომელიც პირველად აღმოჩენის უნიკალურ გამოცდილებას გპირდებათ.

დელიკატესების მაღაზიებისა და რესტორნების ქსელი — Gastronome 2019 წელს დაარსდა. დღეს კი Gastronome ჯგუფი პრემიუმ დელიკატესების 7 მაღაზიასა და განსხვავებული კონცეფციის 3 რესტორანს აერთიანებს. კომპანიის მიზანია, პრემიუმ ხარისხის კვების პროდუქტების მოხმარების კულტურის დამკვიდრება, ასევე საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რასაც Gastronome თითქმის 3 წელია, თავს წარმატებულად ართმევს.

ფოტო: გასტრონომი / Facebook

Gastronome-ში ყოველთვის შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი ნებისმიერი გასტრონომიული პროდუქტი იპოვოთ, მათ შორის: ფრანგული კრუასანი, მსოფლიოს საუკეთესო პროსეკო და შამპანური, ხორცისა და ძეხვეულის ფართო ასორტიმენტი, უმაღლესი ხარისხის შოკოლადი და სხვა. ასე რომ, Gastronome-ში უამრავ პროდუქტს პირველად აღმოაჩენთ და თუ გურმანი ხართ, ახალ გასტრონომიულ გამოცდილებას აუცილებლად მიიღებთ.

30 სექტემბერი Gastronome-ის დაბადების დღეა, რასთან დაკავშირებითაც ყველა ფილიალში ექსკლუზიური შეთავაზებები და აღმოჩენები გელოდებათ. 30 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერ სტუმარს სასიამოვნო გარემო, ფურშეტი და სასმელები დახვდება და რაც მთავარია, უპრეცედენტო ფასდაკლება — 30% სრულ ასორტიმენტზე.

30 სექტემბერს ვაჟა-ფშაველას ფილიალში მცირე ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებში მოწვეული იქნებიან ერთგული მომხმარებლები. საღამოს სასიამოვნო ცოცხალი მუსიკა გააფორმებს, სტუმრებს კი საჩუქრები და სიურპრიზები ელოდებათ.

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ აღმოსაჩენი კიდევ ბევრია!