ხათუნა სამნიძე

22 Sep. 2022, 18:32

თქვენ ერთადერთი მინისტრი ხართ, მე მგონი, რომელიც კლასიფიკაციას ახდენთ მედიების და მათ ნაწილს თქვენი მოსაზრების შესაბამისად არ აძლევთ ინფორმაციას სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრებად, რომელსაც თქვენი უწყება აორგანიზებს. ამას რამდენ ხანს აპირებთ? რა არის ამის საფუძველი და რამდენად სწორად მიგაჩნიათ?

თქვენ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მყოფი მინისტრი ხართ ამ ხელისუფლების პირობებში და რა მაგალითს აძლევთ თქვენი ხელისუფლების სხვა წევრებს, რომლებიც არ ჩამოგივარდებიან ამ აგრესიით სხვადასხვა ტელევიზიების და მედიასაშუალების მიმართ?! მაგრამ, აი, ასეთი დამოკიდებულება, ღიად რომ არ დაუშვათ, არ აცნობოთ და ინფორმაცია არ მიაწოდოთ სხვადასხვა ტელევიზიებს, რამდენად სწორად მიგაჩნიათ და რამდენ ხანს აპირებთ, რომ ასე გააგრძელოთ?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  4. აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
  5. ვინ დგას ტერაქტის უკან მოსკოვში — დეტალები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ