22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ ადამიანები მომხდარს სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ. ბუნებრივია, ამ ფაქტს სოციალურ ქსელებშიც მოჰყვა გამოხმაურება. ბოლო დღეებია, TikTok-ზე მუსლიმი ქალები პროტესტის ნიშნად თმას იჭრიან და ჰიჯაბებს იხსნიან.

TikTok-ის ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც უკვე თითქმის მილიონმა ადამიანმა ნახა, მუსლიმი ქალი შავ თავსაბურავს მაკრატლით იჭრის. "ზუსტად ორი წლის წინ დავიწყე ჰიჯაბის ტარება, დღეს კი მაჰსა ამინისთვის თმა შევიჭერი" — ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.

@persianziba Today exactly two years ago I started wearing hijab, today I cut my hair for #mahsaamini , who was an Iranian woman that got unal!ved in Iran because of the mandatory hijab law. I cannot show the video of me cutting my hair out of religious reasons (On my story there is a censored version of the video) so as a symbol of solidarity I made a video cutting my scarf as well in order to spread the message. I am wearing one of our traditional Persian scarfs around me to represent my people as an Iranian woman. I cannot go into detail for my own safety, so please do the research and spread our message. #fy #fyp #foryou #foryoupage #freedom #help #helpus #iran ♬ original sound - em🤍

"მხარს ვუჭერ ჩემს მეგობარ ქალებს, რომლებიც ირანში ადამიანთა უფლებებისთვის იბრძვიან", — წერს ერთ-ერთი TikTok-ის მომხმარებელი და ისიც თმას იჭრის ვიდეოში, რომელიც უკვე 430 ათასმა ადამიანმა ნახა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ტიკტოკერი ქალი, რომელიც არც ირანელია და არც მუსლიმი, პროტესტს შეუერთდა და თმის შეჭრის ვიდეოები თავადაც გაავრცელა. გარდა ამისა, მართალია, აქციები თავდაპირველად ირანში დაიწყო, მაგრამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტივისტები მაჰსა ამინის მკვლელობას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ირანელი მაჰსა ამინი ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა. თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოგვიანებით კი ქალი გარდაიცვალა.