აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქალაქ მანჩესტერში მომხდარ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა და მასზე პასუხისმგებელ პირებს “ბოროტი ლუზერები“ უწოდა.

„ამდენი ახალგაზრდა, ლამაზი და უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვინც ეს ჩაიდინა, მათ მონსტრებს არ ვუწოდებ, ვინაიდან მათ სურთ ასე დაუძახონ, ფიქრობენ, რომ ეს მათთვის დიადი სახელია. მე მათ „ლუზერებს“ ვუწოდებ. ჩვენ შემწყნარებლობა არ უნდა გამოვიჩინოთ ამ ბოროტი იდეოლოგიის მიმართ და მე ვგულისხმობ რადიკალურ ისლამს. ტერორიზმი უნდა განადგურდეს“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა ისრაელში ოფიციალური ვიზიტის დროს.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია. სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.