იაპონურმა სტარტაპმა შექმნა მაღალსიჩქარიანი მფრინავი მოტოციკლი, რომელიც ავტოშოუზე წარადგინეს.

მსოფლიოში პირველი მფრინავი მოტოციკლი ხუთშაბათს დეტროიტის ავტო შოუზე წარადგინეს, ნათქვამია Euronews-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში. მას XTurismo hoverbike ჰქვია და ფრენა 40 წუთის განმავლობაში შეუძლია. რაც შეეხება სიჩქარეს, ეს 100კმ/სთ-ია.

მფრინავი მოტოციკლის გამოცდა

ფოტო: XTurismo official/YouTube

Euronews-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შემქმნელებმა მოტოციკლი გამოცადეს და ბევრი კარგი რამ აქვთ სათქმელი.

ტედ სზოტი, Motor City-ის ავტო შოუს თანათავმჯდომარე, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მოტოციკლი გამოცადა და ეს თქვა: "მშვენიერია! რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ მცირე შიში, მაგრამ მე ეს დავძლიე და აღფრთოვანებული ვარ".

სზოტის თქმით, დრონებით პროდუქტის მიწოდება უკვე დღევანდელი დღეა. ფრენებიც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ აქ საკითხი დგას იმაზე თუ როდის შევძლებთ ქალაქის ერთი უბნიდან მეორე უბანში გადაფრენას.

მათთვის, ვინც ვერ ითმენს და ამ მფრინავი მოტოციკლის შეძენა უკვე სურს, ის უკვე იყიდება იაპონიაში, ხოლო აშშ-ში ის 2023 წლისთვის იქნება ხელმისაწვოდმი. რაც შეეხება ფასს, მოტოციკლი 777 000 დოლარი ღირს.

კომპანია ასევე ცდილობს 2025 წლისთვის უფრო პატარა ელექტრო მოდელის შექმნას სულ რაღაც 50 000 აშშ დოლარის ფასად. ეს ნამდვილად კარგია იმ მფრინავი მოტოციკლისთვის, რომელსაც 40 წუთის განმავლობაში შეუსვენებლად შეუძლია ფრენა.

როგორ მუშაობს მოტოციკლი? იგი იყენებს ორ დიდ ცენტრალურ როტორს, რომლებიც იკვებება 228 ცხენის ძალის მქონე გაზზე მომუშავე ძრავით. სტაბილურობისთვის ასევე მოთავსებულია ოთხი პატარა ელექტრო საყრდენი როტორი მანქანის გარე კიდეებზე.

ჯერ არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს ელექტრონული ვერსია, მაგრამ მის უკან აუცილებლად იქნება საინტერესო ინჟინერია.

ამჟამად, ჰოვერბაიკი მხოლოდ 299 კილოგრამს იწონის. და მისი სიგრძე დაახლოებით 3,65 მეტრია. მანქანა ასევე იყენებს ავტომატურ საკონტროლო ერთეულს, რომელიც შექმნილია უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

შეზღუდული გამოყენების პარამეტრები

იაპონიაში ასეთი მანქანების მკაცრი რეგულაციების გამო, XTurismo-ს გამოყენების შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ამ დროისთვის ნებადართულია მხოლოდ სპეციალურ ტრასებზე ფრენა.

ალბათ ამიტომაა, რომ მისმა მწარმოებელმა იანვარში განაცხადა, რომ მხოლოდ 200 ერთეულის წარმოებას გეგმავდა. ეს მოტოციკლს ძვირადღირებულ პროდუქტად აქცევს. თუმცა, საბოლოოდ კომპანიას სურს მფრინავი მოტოციკლები მასიური გახადოს, რათა მათი გამოყენება ურბანულ დონეზე მოხდეს. მეტიც, ისინი შეიძლება სხვადასხვა სამაშველო მისიებისთვის გამოიყენონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.