ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა Twitter-ზე დაწერა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა. მობილიზაციის ფარგლებში ჯარში 300 000 რეზერვისტს გაიწვევენ.

  • რუსულ წყაროებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქალაქეები ცდილობენ ქვეყნის დატოვებას. არსებული ინფორმაციით გაიყიდა ბილეთები სტამბოლისა და ერევნის მიმართულებით;
  • უკრაინული მედია Unian კი წერს, რომ რუსეთში Google-ის საძიებო სისტემაში გახშირდა ძიება, როგორ "მოიტეხონ ხელი".

დეტალები: ედგარ რინკევიჩი აცხადებს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარე, ლატვია რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ ან სხვა ტიპის ვიზებს არ გასცემს.

  • აღნიშნა ისიც, რომ არც 19 სექტემბერს ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები შეიცვლება.
  • რინკევიჩის თქმით, ლატვია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან გაივლის კონსულტაციებს და რუსეთის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე ერთიანი ქმედებით უპასუხებენ.

არქივიდან: ლატვიამ 19 სექტემბერს აამოქმედა სავიზო შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისთვის.