ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თბილისში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო, საცობების პრობლემაა.

  • მოქალაქეები აცხადებენ, რომ ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილებისათვის იმაზე დიდი დრო სჭირდებათ, ვიდრე ადრე.

კალაძის თქმით, საცობები უკავშირდება იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც მათ დაიწყეს.

  • დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ეს გამოწვეულია ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც მუნიციპალიტეტმა მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირზე დაიწყო.
  • "საზოგადოებას ავუხსენით, რომ არ გვინდა ზედაპირული პროექტების განხორციელება. სადაც შევდივართ, გვინდა, რომ ძირეულად იყოს ცვლილებები განხორციელებული", — ამბობს ის.
  • კალაძე ამბობს, რომ ამ გამზირებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია და განახლება.
  • რომელიც საკმაოდ აქტუალურია — საცობების საკითხი დედაქალაქში. ალბათ, ბევრს უჩნდება კითხვა, რა ხდება, რატომ არის ასეთი საცობი ქალაქში, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში.