"თუ არ ვცდი, ვერასოდეს გავიგებ" — ნახეთ ქალი, რომელმაც მოდელობა 68 წლისამ დაიწყო
ყველა ჩვენგანს აქვს ოცნებები და მისწრაფებები, რომლებზეც ღამ-ღამობით, თვალის მოხუჭვამდე ვფიქრობთ. ზოგიერთი მათგანი წლებთან ერთად თავისით იცრიცება და საკუთარი ნებით ვივიწყებთ, ზოგზე კი საზოგადოების გავლენითა და ზეწოლით ვამბობთ უარს. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი შემთხვევა უფრო ხშირია, თუმცა როზა საიტოს მაინც ვერაფერმა შეუშალა ხელი, 68 წლის ასაკში მოდელი გამხდარიყო. დღეს ის უკვე 71 წლისაა და კვლავ წარმატებით აგრძელებს სამოდელო საქმიანობას.
"სილამაზე შენი ფიქრებისა და სულის მოვლაა," — განაცხადა მან და ხაზი გაუსვა სხეულთან ერთად მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საჭიროებას.
მისი ისტორია გამორჩეული და საინტერესოა, თუნდაც იმიტომ, რომ მოდის ინდუსტრია ასაკის მატებას არც თუ ისე მეგობრული თვალით უყურებს, თუმცა საიტო თავად მიიწვია — პროფესიონალებმა სამოდელო სააგენტოდან Mega ორჯერ შესთავაზეს მას ერთად მუშაობა.
"თუ არ ვცდი, ვერასოდეს გავიგებ", — განაცხადა როზამ ერთლიანი ფიქრის შემდეგ, შეთავაზებას დასთანხმდა და ახალ კარიერულ გზას უშიშრად დაადგა.
მისი თქმით, მთელი ცხოვრება გრძნობდა რომ რაიმე ფორმით ხელოვანი უნდა ყოფილიყო, თუმცა გარემოებების გამო ოცნებაზე დროებით უარის თქმა მოუწია. 2000 წელს მან დაკარგა მეუღლე და უწევდა 3 მცირეწლოვან ბავშვზე მარტო ზრუნვა, ასევე 22 წლის ასაკიდან სამი წლის განმავლობაში უვლიდა ლოგინად ჩავარდნილ დედას. მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა, საბოლოოდ, მან მაინც შეძლო ხელოვნების სფეროში დამკვიდრება და საკუთარი პოტენციალის რეალიზება.
მოდის ინდუსტრიასთან დაკავშირებით საიტომ განაცხადა, რომ მათი სტანდარტები მისთვის შემზღუდველია, თუმცა იქვე დაამატა, რომ სასიკეთო ცვლილებებსაც ხედავს: "მგონია, რომ ნელ-ნელა ვიცვლებით. ხალხი უფრო დიდხანს ცოცხლობს, უფრო უვლის თავს და კომპანიები უფრო მეტად ღია უნდა იყვნენ ამ მხრივ და დაინახონ თავიანთი პოტენციური მომხმარებლები."
როზა საიტოს ისტორია ცხადად გვიჩვენებს, რომ არასდროსაა გვიანი საკუთარი გზა იპოვო.
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
კომენტარები