Apple-მა გამოაცხადა, რომ 5 ოქტომბრიდან ევროპისა და აზიის რიგ ქვეყნებში App Store-ში აპლიკაციების ფასი საგრძნობლად გაიზრდება. კომპანიის განცხადებით, ფასები შეიცვლება ჩილეში, ეგვიპტეში, იაპონიაში, მალაიზიაში, პაკისტანში, პოლონეთში, სამხრეთ კორეაში, შვედეთში, ვიეტნამში და ევროპის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ევროს იყენებენ.

Apple-ს არ განუმარტავს, რა არის ფასების ზრდის მიზეზი. სავარაუდოდ, ყველა ზემოჩამოთვლილ ქვეყანაში დოლართან შედარებით ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებაა ერთ-ერთი განმაპირობებელი. პროცენტულად ფასის ზრდა რეგიონებში განსხვავდება, პირობითად, სამხრეთ კორეაში ის 20-25%-ია, იაპონიაში 30-35%, ევროზონის ქვეყნებში 8-10%.

ამ განცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე ანალიტიკურმა კომპანია Apptopia-ამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ დეველოპერებმა App Store-ის ფასები 40$-ით გაზარდეს და ამის მიზეზად Apple-ის მიერ მომხმარებელთა ინფორმაციისთვის თვალის დევნების, ტრეკინგის საწინააღმდეგო ზომები დაასახელეს.

ფოტო: Apptopia

გასული წლის აგვისტოში კომპანიამ უკვე გაზარდა ფასი საქართველოში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, გაერთიანებული სამეფოსა და ევროზონის მომხმარებლებისთვის. ახლა ფასების ზრდის მეორე ფაზა იწყება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში კომპანიის საერთო შემოსავალი 19.6 მილიარდი იყო. ამაში შედის App Store-დან მიღებული შემოსავალიც, რომელიც ყოველწლიურად 12%-ით იზრდება. ამას გარდა, App Store-დან შემოსავლის გაზრდის მიზნით კომპანია მთავარ გვერდზე რეკლამების რაოდენობასაც ზრდის.