24 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მე-9 სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება.

პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლებისთვის თანამედროვე მეცნიერების მიღწევების სახალისო და საინტერესო ფორმით.

წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის თემაა გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანი, ფოკუსირებული განათლებაზე; მხარდამჭერები არიან საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და განათლების კოალიცია.

ფოტო: ილიაუნი

საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები საქართველოდან 30-მდე კარავში შემოგვთავაზებენ.

მონაწილეობას მიიღებენ, ასევე, საჯარო და კერძო საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები, არასამთავრობო, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები.

ღონისძიების მთავარი სცენა დღის პირველ ნახევარში დაეთმობა სამეცნიერო თემატიკაზე შექმნილ ფილმებს, ვიდეორგოლებსა და სამეცნიერო თემატიკაზე შექმნილ წარმოდგენებს, მათ შორის აზოტის აფეთქებებსა და ამოფრქვევებს. საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ლექციები ასტროფიზიკის, მზის ფიზიკისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ.

უფროსკლასელებს გავაცნობთ თანამედროვე კოსმოლოგიის შესახებ ლექციათა ახალ კურსს: "საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია ზოგად- საგანმანათლებლო სკოლაში: "შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად ამერიკელი მკვლევრებიც ჩაატარებენ.

სწრაფი ბმულები: