ამის შესახებ განცხადება გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციაში, ერთ-ერთი სახალხო დამცველის გამჭვირვალედ და დემოკრატიულად არჩევას უკავშირდება.

  • საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს.

იაგო ხვიჩიას თქმით, სასამართლო უნდა გახადონ უკეთესი, სადაც მისი ობიექტურობა არ დადგება დღის წესრიგში და სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლიც თავისთავად ნელ-ნელა შემცირდება.

  • მაგრამ, მისივე განცხადებით მანამდე სახალხო დამცველი საჭიროა სასამართლო სისტემის კონტროლისთვის, სასამართლო სისტემასთან და პატიმართა საკითხზე მუშაობისთვის.
  • "არცერთი სხვა თემა, ჩემი აზრით, იმ პოლიტიკურ სიტუაციაში, რა რეალობაშიც ახლა ჩვენ ვართ, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ უნდა იყოს", — ამბობს ის.
  • ხვიჩია მხარდაჭერას სთხოვს კოლეგებს, პარლამენტის წევრებს ყველა პარტიიდან, რადგან ფიქრობს, რომ პარლამენტში უნდა ირჩეოდეს სახალხო დამცველი დეპუტატთა შორის.

ხვიჩიას გეგმები: მისი თქმით, ამ უწყებაში მხოლოდ სასამართლო და საპატიმრო დაწესებულებები აინტერესებს და მხოლოდ ამაზე იქნება მისი ყურადღება მიპყრობილი.

  • "თუ ამირჩევთ, მორჩება დაყოფა ადამიანების იმის მიხედვით ისინი ქალები არიან, ბავშვები არიან, ლგბტ თემის წარმომადგენლები არიან, ეთნიკური უმცირესობების და ა.შ. ყველა ეს პროექტი დაიხურება. იქნება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა, რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილს, როგორც ადამიანებს ისე ვუყურებთ", — ამბობს ის.