ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა შალვა ბარჯაძემ უცხოელ კოლეგებთან ერთად ბუგრის აქამდე უცნობი ორი ახალი სახეობა აღწერა. ორივე აღწერა გამოქვეყნდა ჟურნალ Zootaxa-ში.

მკვლევარმა შალვა ბარჯაძემ კოლეგებთან — სუსან ჰალბერტთან, მეთიუ მურსა (მცენარეთა ინდუსტრიის განყოფილება, გეინსვილი, ფლორიდა, აშშ) და მარიუშ კანტურსკისთან (სილესიის უნივერსიტეტი კატოვიცეში, პოლონეთი) — ერთად მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი ბუგრის ახალი სახეობა Pleotrichophorus blackmani sp. n. უფრთო და ფრთიან პართენოგენეზურ მდედრებსა და კვერცხმდებ მდედრებზე დაყრდნობით აღწერა.

ახალი სახეობის აღწერილი ბუგრი ბინადრობს Euthamia graminifolia (L.) Nutt. (Asteraceae)-ზე ფლორიდის შტატში, აშშ. აღწერის პროცესში მოხდა მასკანირებელი ელექტრონული და სინათლის მიკროსკოპების გამოყენება. პირველადაა მოცემული Pleotrichophorus glandulosus (Kaltenbach, 1846)-ის უფრთო პართენოგენეზური მდედრების SEM მიკროფოტოებიც. მოცემულია Euthamia-ზე მობინადრე ბუგრების სარკვევი უფრთო პართენოგენეზურ მდედრებზე დაყრდნობით.

კიდევ ერთი აქამდე უცნობი ახალი სახეობის ბუგრი Pistacia palaestina Boiss. (Anacardiaceae)-ზე მობინადრე Geoica inbari sp. nov. მკვლევარმა შალვა ბარჯაძემ კოლეგებთან — სუსან ჰალბერტსა (მცენარეთა ინდუსტრიის განყოფილება, გეინსვილი, ფლორიდა, აშშ) და რაქელ ბენ-შლომოსთან (ჰაიფის უნივერსიტეტი, ისრაელი) — ერთად აღწერა.

აღწერილია უფრთო ფუნდატრიგენიებზე, ფრთიან მიგრანტებზე (ფუნდატრისპურიებზე), ფრთიანი მიგრანტების სხეულში არსებულ უფრთო ექსულების ემბრიონებსა და ფრთიანი მიგრანტის მიერ შობილი უფრთო ექსულის პირველი სტადიის ლარვაზე დაყრდნობით, რომლებიც შეგროვებული ჩრდილოეთ ისრაელის მთა ჰერმონის რაიონში.

ახალი სახეობა განსხვავდება Geoica-ის ყველა ცნობილი სახეობებისაგან თავისი მიტოქონდრიული დნმ-ით, და გალების ფორმით იმ სახეობებისაგან, რომლებიც ცნობილი არიან Pistacia-დან. ახალი სახეობის ბუგრი აკეთებს მარჯნის ფორმის გალებს, როდესაც ყველა სახეობა ამ გვარიდან წარმოქმნიან სფეროსებურ გალებს.

ახალი სახეობა Geoica utricularia-ის ჯგუფის წევრია და მორფოლოგიურად Geoica wertheimae Brown & Blackman, 1994-ს ჰგავს.