1-ელ და 2 ოქტომბერს ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონი NASA Space Apps Challenge 2022 ბრუნდება.

NASA Space Apps Challenge 2022-ის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰაკათონის მხარდამჭერი კი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა (GITA • Tech Park). ამასთან, ღონისძიების თანაორგანიზატორია ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი. ჰაკათონის პარტნიორია კომპანია Smart Digital, ქომუნითი პარტნიორი კი — CG Georgia.

წლევანდელი ჰაკათონი გამორჩეულად მასშტაბურია, რადგან Space Apps ერთდროულად ხორციელდება სხვადასხვა რეგიონში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 8 რეგიონული ცენტრის ბაზებზე.

NASA Space Apps Challenge Georgia 2022 ონლაინ გაიმართება, მონაწილეებს კი შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ სასურველ სესიებსა და ტრენინგებს.

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 225 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე მეტხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.

NASA-ის ჰაკათონი ყოველ წელს სხვადასხვა გამოწვევას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, რომლის გარშემოც შემდეგ მონაწილეებს უწევთ მუშაობა.

2022 წლის ჰაკათონის თემაა "Make Space", რომელიც ნიშნავს, რომ Space Apps არის ყველასთვის.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ 14 წელს ზემოთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ანტრეპრენერებს, ინოვატორებსა და ნებისმიერს ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი და სწრაფვა დედამიწისა და კოსმოსის ყველაზე დიდ გამოწვევებს მოუძებნოს ინოვაციური გადაწყვეტები.

წლევანდელი 23 გამოწვევა 14 კატეგორიის მიმართულებითაა:

  • Advanced
  • ხელოვნება
  • ასტროფიზიკა
  • დამწყები/ახალგაზრდობა
  • კლიმატი
  • მრავალფეროვნება და თანასწორობა
  • დედამიწა
  • თამაშები
  • აპარატურული უზრუნველყოფა
  • Intermediate
  • პლანეტები და მთვარეები
  • პროგრამული უზრუნველყოფა
  • კოსმოსური კვლევა
  • მზე

გამოწვევების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.

რეგისტრაციისთვის კი შესაბამისი ფორმა უნდა შეავსოთ.

ჰაკათონის შესახებ ინფორმაციას ვრცლად ილიაუნის ვებგვერდზე იხილავთ.

რეგისტრაცია 28 სექტემბერს, 23:59 საათზე, დასრულდება. რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოთ ის ლოკაცია, სადაც იღებთ მონაწილეობას.