Cardi B-მ, რომელსაც 2018 წელს ნიუ-იორკის სტრიპტიზ კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს თავდასხმაში ედებოდა ბრალი, დანაშაული აღიარა. მომღერლის სასამართლო პროცესი ამ კვირაში უნდა გამართულიყო, მაგრამ Cardi B-მ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც პატიმრობას თავიდან ააცილებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Cardi B-ს 15 დღით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიესაჯა ამასთანავე, მომღერალმა თავი უნდა აარიდოს იმ ადამიანებს, რომლებსაც 4 წლის წინ თავს დაესხა და მათი სასამართლო ხარჯებიც უნდა დაფაროს.

ფოტო: NBC

პროკურორების განცხადებით, 2018 წელს Cardi B-მ ნიუ იორკის Angels Strip Club-ში ორ ბარმენს შამპანურის ბოთლები და სხვადასხვა ნივთი ესროლა, თან სხვებსაც მოუწოდებდა, რომ ამ ადამიანებს თავს დასხმოდნენ. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, Cardi B-მ ქმართან რომანი დააბრალა და ნივთები ამიტომაც ესროლა.

"საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება ზრდასრულობის ნაწილია. როგორც დედა, ვცდილობ, რომ ჩემს შვილებს სწორედ ეს ვასწავლო, მაგრამ მათთვის მაგალითის მიცემა ჩემგან იწყება. წარსულში არასწორი გადაწყვეტილებები მივიღე, მაგრამ ამ ფაქტის აღიარების არ მეშინია. ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ამ სიტუაციის გადალახვას მოუთმენლად ველი, რათა იმას დაუბრუნე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს —მუსიკას და ჩემს თაყვანისმცემლებს", — განაცხადა Cardi B-მ.

მომღერალმა 15-დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 2023 წლის იანვრამდე უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პატიმრობა ემუქრება.