Netflix ახალ სარეკლამო სტრატეგიას აანონსებს
Netflix (NFLX 5.02%) გასული წლის განმავლობაში ცუდ ვითარებაში იყო. მას შემდეგ, რაც კომპანიამ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გამოაცხადა მომხმარებლების დაკარგვა, ინვესტორები კომპანიის აქციებს თავიდან იშორებენ. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში Netflix-ის აქციები 63%-ით დაეცა.
თუმცა, Netflix-ს აქვს ამბიციური სტრატეგია, რათა ინვესტორების გული მოიბრუნოს და მეტად გაზარდოს კომპანია. ეს სტრატეგია რეკლამაზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელის დანერგვას გულისხმობს. ეს არ არის ის ნაბიჯი, რომელიც მომხმარებლებს გაახარებს, თუმცა, არსებობს მიზეზები, რის გამოც ინვესტორები კმაყოფილი იქნებიან. გეგმის თანახმად, მომხმარებლებს გაუიაფებენ გამოწერის საფასურს და გახდება თვეში $7 (ახლა ღირს $9.99), თუმცა, ფილმების ან სერიალების ყურებისას რეკლამები გამოჩნდება. ეს ყველაფერი კი 1-ლ ნოემბერს გაეშვება. Netflix ცდილობს, თავის მთავარ კონკურენტს, Walt Disney-ს აჯობოს, რომელმაც მსგავსი გეგმის ამოქმედება დეკემბრისთვის დააანონსა.
Netflix-ზე რეკლამის ფასი ძვირი იქნება, როგორც ამას The Wall Street Journal-ის კონფიდენციალური წყარო იტყობინება. თუმცა, Netflix არ ადარდებს სიძვირე, რადგან პლატფორმა იმდენად პოპულარულია, რეკლამის დამკვეთები მაინც ეყოლება. ამავდროულად ცდილობს, რომ მომხმარებლები ნაკლებად გააღიზიანოს და ჯამში საათის განმავლობაში მხოლოდ 4 წუთი გავა რეკლამა, რაც ტელევიზიებთან შედარებით, მცირე დროა.
სტრატეგია ზუსტად განსაზღვრული არაა, თუმცა, სავარაუდო შემოსავალი რეკლამებიდან წლიურად 1.2 მილიარდი აშშ დოლარი იქნება, ისიც მინიმალური სტრატეგიის ამუშავების შემთხვევაში. რასაკვირველია, ეს კომპანიისთვის მიზერული თანხაა, თუმცა, მათი მთავარი მიზანი ინვესტორების შემობრუნება და მათ თვალში კომპანიის საიმედოობის გაზრდაა.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები