ახალ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები მათ წინააღმდეგ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან თავდასხმის ფაქტებს ეხმაურებიან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნების წევრები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს თავს არაერთხელ დაესხნენ.

  • ბოლო დღეების განმავლობაში, მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე კომენტარებს არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებთან დაკავშირებით აკეთებენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მათ ფინანსური გამჭვირვალობას;
  • მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო "პოლიტიკურ პარტიებად" ჩამოყალიბდნენ.

დეტალები: ხელმომწერი NGO-ები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე მსგავსი ხასიათის თავდასხმები შემაშფოთებელია.

  • "ამგვარი განცხადებები შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ადრეული სიგნალი და საფრთხე ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფალ გარემოში საქმიანობისთვის".
  • "ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ამგვარი მტრული დამოკიდებულება კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ სამოქალაქო და საჯარო სექტორს შორის დიალოგს კიდევ უფრო აფერხებს, რაც თავის მხრივ მეტად უზღუდავს სივრცეს სამოქალაქო საზოგადოებას".

NGO-ები მოითხოვენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმები და მათი შევიწროება შეწყვიტონ.

  • ამასთან, გააძლიერონ სამოქალაქო სექტორის, მათ შორის, მისი კრიტიკულად განწყობილი ნაწილის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აწარმოონ მათთან ჯანსაღი დისკუსია და დიალოგი;
  • ასევე, უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და უფლებადამცველების საქმიანობისთვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს არსებობა, რაც გამოიხატება მათთვის საჯარო მხარდაჭერის გამოცხადებით და მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებით.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მედიის ინსტიტუტი, საფარი, უფლებები საქართველო, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT).

  • ასევე, ალტერნატივა ჯორჯია, ჩართულობის და განვითარების ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS), ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი, ადამიანის უფლებების ადვოკატირების და დემოკრატიის ფონდი, ღია საზოგადოება — საქართველო;
  • მოძრაობა სირცხვილია, ქალთა ფონდი საქართველოში, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს შემეცნებითი ცენტრი, სოლიდარობის თემი, მედიის განვითარების ფონდი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.