House of the Dragon-ის მსახიობმა, ემილი კერიმ ახლახან მიცემულ ინტერვიუში შოუს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე 30 წლით უფროს პედი კონსოდაინთან სექსის სცენის გადაღების ეშინოდა. სერიალში ემილი ალისენტ ჰაითაუერის როლს ასრულებს, რომელიც პედი კონსოდაინის პერსონაჟის, ვისერის ტარგარიენის ახალგაზრდა ცოლია.

ემილი კერი 17 წლის იყო, როცა House of the Dragon-ის გადაღებები დაიწყო და როგორც ჩანს, მსახიობი ინტიმური სცენების გადაღებებზე ძალიან ღელავდა. "თავიდან სექსის სცენის გადაღება მაშინებდა, რადგან მანამდე პედს არ ვიცნობდი და არ ვიცოდი, როგორი მხიარული ადამიანია და როგორი მარტივი იქნებოდა მასთან მუშაობა. თავიდან მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მსახიობი 47 წლის იყო და ცოტა შეშფოთებული ვიყავი", — ამბობს ემილი კერი.

ფოტო: HBO

სცენა, რომლის შესახებაც მსახიობი საუბრობს, მაყურებელმა House of the Dragon-ის მე-4 ეპიზოდში იხილა. იმავე ეპიზოდში ტარგარიანებს შორის ინცესტის სცენაც ვნახეთ, რომელთა როლებს 39 წლის მეთ სმიტი და 22 წლის მილი ოლკოკი თამაშობენ — მსახიობებს შორის ასაკობრივი სხვაობა 17 წელია.

"მე და სმიტი თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით. ჩვენ ინტიმური სცენის კოორდინატორიც გვყავდა და თვეების განმავლობაში მასთან ერთად ვიმუშავეთ. სცენის გადაღების დროს ჩვენ ირგვლივ იმდენი შიშველი ადამიანი იყო, ვფიქრობდით, რომ ზედმეტად ბევრიც კი გვეცვა", — ამბობს მილი ინცესტის სცენის შესახებ.

ფოტო: HBO

გამომდინარე იქიდან, რომ House of the Dragon-ში სექსის სცენებს ხშირად ვხედავთ, შოუს ინტიმური სცენების კოორდინატორები ჰყავს, რომლებიც მსახიობებთან აქტიურად მუშაობენ. როგორც ემილი კერი ამბობს, კოორდინატორები ყველაფერს აკეთებენ, რათა გადაღების დროს მსახიობმა თავი უხერხულად არ იგრძნოს და მშვიდად იყოს.