განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-თან, ამერიკულ The Academy of Mathematics and Science-სა და ამერიკულ უნივესიტეტ The Global American University, Schiller-თან თანამშრომლობით 2022 წლის 8 ოქტომბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 20 უნივერსიტეტს 18 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.

ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ, პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან საინტერესო კითხვები. გამოფენაზე, ასევე, იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.

განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/

Jacobs University არის კერძო უნივერსიტეტი ქალაქ ბრემენში, გერმანიაში, რომელიც 2001 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოს მასშტაბით. უნივერსიტეტში 1 500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს 110-მდე ქვეყნიდან.

პატარა ჯგუფებში სწავლა ეხმარებათ სტუდენტებს პერსონალური ურთიერთობა ჰქონდეთ პროფესორებთან და ჰყავდეთ ისინი პირად მენტორებად. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები კვლევით პროექტებში პირველივე კურსიდან.

მეცნიერების ბაკალავრის კუთხით სტუდენტებს აქვთ საშუალება, რომ ისწავლონ: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, მენეჯმენტი და სხვა.

მედიცინის მიმართულებით: ბიოქიმია და მოლეკულური ბიოლოგია, ქიმია და ბიოტექნოლოგიები, ფიზიკა, გარემოს დაცვითი მეცნიერებები და სხვა.

ხელოვნებისა და მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხის მიმართულებით შეთავაზებული პროგრამებია: გლობალური ეკონომიკა და მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრაცია, მედია და პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია და სხვა.

მეცნიერებათა მაგისტრატურის საფეხურზე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ფსიქოლოგიას, Data Science, Data Engineering, Supply Chain Management, ხოლო ხელოვნებათა მაგისტრატურის ხარისხით, საერთაშორისო ურთიერთობებს.

ფოტო: LEAF

სტუდენტებს, ასევე, შეუძლიათ დოქტორანტურის ხარისხის მოპოვება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, ინჟინერიის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით.

საბაკალავრო საფეხურზე სწავლის წლიური გადასახადია 20 000 ევრო, ხოლო საცხოვრებელ ხარჯებთან ერთად მთლიანი საფასური 28 650 ევროა.

მაგისტრატურის საფეხურზე პროგრამების — Data Science, Data Engineering, Supply Chain Management — წლიური საფასურია 20 000 ევრო. ფსიქოლოგიის მიმართულებით წლიური ღირებულებაა 10 000 ევრო, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა უფასოა, რადგანაც ეს არის გაერთიანებული პროგრამა ბრემენის უნივერსიტეტთან.

სტუდენტებს აქვთ საშუალება მიიღონ სხვადასხვა რაოდენობის დაფინანსება — საბაკალავრო დონეზე 5 000 ევრო ყოველწლიურად, ხოლო სამაგისტრო საფეხურზე 3 000 ევრო. მათ, ასევ,ე შეუძლიათ, ისარგებლონ სტუდენტური სესხით და დამატებითი თანხის გამოსამუშავებლად დასაქმდნენ კამპუსზე სხვადასხვა პოზიციაზე.

განათლების საერთაშორისო გამოფენა სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 8 ოქტომბერს შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე გაიმართება და იქ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გასაუბრება იქნება შესაძლებელი. შეგიძლიათ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/

LEAF-ის პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კომპანიის QS (Quacquarelli Symonds) საუნივერსიტეტო განაცხადების პლატფორმა QS Student Apply. თანამშრომლობის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გააგზავნონ განაცხადები დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ევროპის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.