გოლდენ სტეიტ უორიორსის კალათბურთელს, ზაზა ფაჩულიასა და სან ანტონიო სპურსის ლიდერს, კავაი ლეონარდს შორის მომხდარ ინციდენტ, ასევე ფაქტის შესახებ "სპურსის" მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის შეფასებას, ამავე გუნდის ფანების მხრიდან ფაჩულიასადმი მუქარა მოჰყვა.

კერძოდ, მწვრთნელმა ქართველ კალათბურთელს "ბინძური მოთამაშე" უწოდა და მისი მოქმედება "გაუფრთხილებლობით მკვლელობად" შეაფასა, ამას კი კალათბურთელის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ზაზასა და მისი ოჯახის მიმართ მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა.

მატჩის დროს, სან ანტონიო სპურსის ლიდერი, კავაი ლეონარდი დახტომის დროს ზაზა ფაჩულიას ფეხზე დაეშვა და ტერფის ტრავმა მიიღო.

ფაჩულიას თქმით, ეს ინციდენტი მის ოჯახს არანაირად არ ეხება: "მე არ მაღელვებს თუკი ეს ყველაფერი უშუალოდ ჩემს წინააღმდეგ იქნება. ჩემი ცოლი და შვილები უდანაშაულოები არიან. ისინი ამას არ იმსახურებენ. მე ამ ყველაფერს პოპოვიჩს არ ვაბრალებ, თუმცა მან დიდი როლი ითამაშა ამ აგრესიის გამოწვევაში".

გრეგ პოპოვიჩმა ზაზა განზრახ ქმედებაში დაადანაშაულა, ხოლო კავაი ლეონარდსმა თქვა, რომ ინციდენტი ფაჩულიას ბრალეულობით არ მომხდარა.

USA TODAY-სთან ინტერვიუში ფაჩულია ამბობს, რომ თავისი შვილების სკოლაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება გახდა საჭრო.

შეგახსენებთ, რომ კავაი ლეონარდსა და ზაზა ფაჩულიას შორის ინციდენტი Playoff-ის ნახევარფინალური შეხვედრის პირველ მატჩში, 14 მაისს მოხდა, სადაც გოლდენ სტეიტმა მოწინააღმდეგე ორი ქულის სხვაობით (113:111) დაამარცხა. ამჟამად, გოლდენ სტეიტი უორიორსი, საერთო ჯამში, სან ანტონიო სპურსს 3:0-ით ამარცხებს.