საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტის გამოძიების შუალედური შედეგებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, ნეიტრალური მოწმეების გამოკითხვით დგინდება, რომ ინციდენტის დროს პირველმა ხელი ლაშა თორდიამ მოიქნია. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ ინციდენტში მონაწილე პირები და თვითმხილველები. გარდა ამისა, ამოღებულია ყველა ნივთმტკიცება და დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.

"საქმეზე გამოკითხული მოწმეები, მათ შორის ლაშა თორდია არ მიუთითებენ, რომ მას ხელი ლაშა თორდიამ დაარტყა. გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ საუბრობს ელ ცენტროს ტერასაზე ოთარ ფარცხალაძე და ლაშა თორდია, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი," - აღინიშნეს შსს-ში.

13 მაისს ინფორმაცია გავრცელდა, რომ აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიას ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თორდია თავდასხმას თავისი სამსახურის მიერ ფარცხალაძის შესახებ მასალების მოგროვებას უკავშირებს.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს შორის ინციდენტი კერძო დაცვის ადეკვატური და პროპორციული ძალის გამოყენებით განეიტრალდა.